ქართული საკლუბო ფეხბურთი, რომ ძალიან დაბალ დონეზეა ამაზე ყველა თანხმდება, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ერთ-ერთ გადაცემაში იყო სტუმრად, სადაც ძირითადი კითხვები სწორედ ქართულ კლუბებს ეკუთვნოდა.
კობიაშვილმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ის რომ კლუბები წარმატებით ვერ ასპარეზობენ ევროტურნირებზე მისი ბრალი არაა და ამაზე თავად კლუბის წარმომადგენლებმა უნდა ისაუბრონ.
ფედერაციის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის განაცხადა, რომ ჩემპიონატის დონე ძალიან დაბალია და კლუბებმა, ფედერაციამ და სახელმწიფომ ერთად უნდა მოაგვარონ ეს პრობლემა.
თავის მხრივ კობიაშვილმა კი განაცხადა, რომ ის ვერ იზრუნებს მწვრთნელებმა და კლუბის მეპატრონებმა როგორ მოამზადონს ფეხბურთელები ან რა ტაქტიკით ათამაშონ გუნდები.
"მინდა ამ თემასაც შევეხო, ერთი მწვრთნელი, გიორგი ჭიაბრიშვილი საუბრობდა... სიმართლე გითხრათ, რაღაც ვიდეო ვნახე და მართლა გაუგებარია, რასაც აკეთებს. მგონია, რომ თვითონაც ვერ ჩამოყალიბდა, ადამიანი საერთოდ მწვრთნელია, თუ ექსპერტი. ისეთ რაღაცებს საუბრობს, ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ მგონია, რომ სისულელეა, რასაც საუბრობს. თურმე ფედერაცია, სახელმწიფო უნდა დაჯდეს და ჩვენი ჩემპიონატის დონე აამაღლოს და გვეუბნება, რომ ჩემპიონატის დონე არის ძალიან დაბალი. კი ბატონო, ვიცით, რომ არის ძალიან დაბალი, დიდი ხანია, რაც ამას ვხედავთ და ამას ვიძახი დიდი ხანია, რომ დონე ძალიან დაბალია, მაგრამ ჩემპიონატის დონე ვინ უნდა აამაღლოს? ანუ ფედერაციამ უნდა იზრუნოს? ადამიანი, რომელიც ირჩევს ფეხბურთელებს, შენ მოგყავს, კონტრაქტს შენ უფორმებ, შენ ამზადებ, შენ მიგყავს შეკრებაზე, შენ ავარჯიშებ, შენ ათამაშებ, ტაქტიკას შენ განაგებ და ვინ უნდა აწიოს ჩემპიონატის დონე? ანუ მე უნდა ავწიო მისი გუნდის მომზადების ხარისხი? - აცხადებს კობიაშვილი.
ლევან კობიაშვილი, კობიაშვილი, ჭიაბრიშვილი, გიორგი ჭიაბრიშივილი, ბათუმის დინამო



