დღის ახალი ამბები

"ერთ-ერთმა გულშემატკივარმა სახეში მუშტი დამარტყა. ვის ევალებოდა ჩვენი დაცვა?" - ხელჩართული ბრძოლა ქალ ფეხბურთელებს შორის: რას წერს 16 წლის მოთამაშე?

"ერთ-ერთმა გულშემატკივარმა სახეში მუშტი დამარტყა. ვის ევალებოდა ჩვენი დაცვა?" - ხელჩართული ბრძოლა ქალ ფეხბურთელებს შორის: რას წერს 16 წლის მოთამაშე?


23-09-2025, 08:17

ხელ­ჩარ­თუ­ლი ბრძო­ლა ქალ ფეხ­ბურ­თე­ლებს შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, რო­მელ­შიც გულ­შე­მატ­კი­ვა­რიც ჩა­ერ­თო. შემ­თხვე­ვა 21 სექ­ტემ­ბერს, "ლან­ჩხუ­თი­სა" და "ნიკე-ლუსოს" მატ­ჩი­სას მოხ­და, რო­მე­ლიც ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის დიღ­მის ბა­ზა­ზე გა­ი­მარ­თა. მატ­ჩი ლან­ჩხუ­თელ­თა და­მარ­ცხე­ბით დას­რულ­და, ან­გა­რი­შით 1:2.


და­პი­რის­პი­რე­ბა მატ­ჩის მი­წუ­რულს და­ი­წყო. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ოქ­მით, მსაჯ­მა წი­თე­ლი ბა­რა­თი უჩ­ვე­ნა სილ­მა­რის სმიტ-პა­უ­ელს ("ლან­ჩხუ­თი“) და ნინო ბუხ­რი­კი­ძეს ("ნიკე-ლასო“). მომ­ხდარ­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ლან­ჩხუ­თის“ ფეხ­ბურ­თელ­მა, ანა­ნო წი­ქა­რი­ძემ.


"ვინც არ იცით, 16 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი ვარ, სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ლან­ჩხუთ­ში“ ვთა­მა­შობ. ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის დიდი დიღ­მის სტა­დი­ონ­ზე "ნიკე-ლუსოს­თან“ ვი­თა­მა­შეთ.

მატ­ჩის დას­რუ­ლე­ბი­სას ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და ფეხ­ბურ­თე­ლებს შო­რის, რო­მელ­შიც მე პი­რა­დად არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. ამ დროს ტრი­ბუ­ნი­დან ყო­ველ­გვა­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­რე­შე შე­მო­ვარ­დნენ "ლუსოს“ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩხუბ­ში ჩა­ერ­თნენ. ერთ-ერთი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი უცებ შე­მო­მატ­რი­ა­ლა და სა­ხე­ში მუშ­ტი და­მარ­ტყა.


ვის ევა­ლე­ბო­და ჩვე­ნი დაც­ვა? ასე შე­იძ­ლე­ბა, რომ მა­ყუ­რე­ბელ­მა ფეხ­ბურ­თელს, მით უმე­ტეს, არას­რულ­წლო­ვანს, თან ქალს, ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს. ეს არის ყოვ­ლად გა­უ­გო­ნა­რი ფაქ­ტი. მე უკვე ვე­ღარ ვგრძნობ თავს უსაფრ­თხოდ და ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტია არ არ­სე­ბობს.ამ ფაქ­ტის ასე და­ტო­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ძა­ლი­ან გთხოვთ, ვი­საც ეს ევა­ლე­ბა, გა­ა­ტა­როს შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვა აღარ გან­მე­ორ­დეს“, - წერს გო­გო­ნა, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის­ლებს ფო­ტო­ებ­საც ავ­რცე­ლებს.


წყარო: ambebi.ge





  • გაზიარება
    მოინახულეს 58-ჯერ
    მსგავსი საიხლეები
    1. ვინ არის ულამაზესი გოგონა, რომლის გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად გადაღებულმა ვიდეომ დიდი ინტერესი გამოიწვია
    2. "ის 14 წელია ურთიერთობაშია" - playboy-ს გოგონა, სასიყვარულო ურთიერთობა და წარმატებული კარიერა: ვინ არის ბლოგერი და დვალიშვილის ახლო მეგობარი "ნინა დრამა"
    3. ვინ არის მკლავჭიდელი ქალი, რომელსაც არასრულწლოვანზე ძალადობაში ადანაშაულებენ - ცნობილი ვიდეო ჩემპიონატიდან და საარქივო ინტერვიუ ხატია ვიბლიანთან
    4. ვინ არის 17 წლის ჯამალ კაიშვილი, "ბაიერნის" ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს 19 წლამდე ნაკრებში გამოიძახეს - მშობლები წლების წინ დაკარგა, თავშესაფარში ცხოვრობდა
    5. "მცველებს აჰიპნოზებს, მისი ყურება არ მბეზრდება" - რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "ატელეტიკოსთან" მატჩში და რას წერენ გულშემატკივრები?
    რეკლამა