გუშინ, სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სპორტსმენი 14 წლის მოზარდზე ფიზიკურად ძალადობს. ვიდეოს ავტორი, გვანცა ბაუჟაძე, აცხადებს, რომ დაპირისპირება მაღაზიაში დაიწყო მას შემდეგ, რაც მოზარდი მოლარეს გამოესარჩლა და ვიბლიანს მოუწოდა, ეჩქარა. ამ სიტყვების გამო, ვიბლიანმა ბავშვზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
კადრებში ჩანს, რომ ვიბლიანი უმოწყალოდ ურტყამს ბავშვს, ხოლო ამას მისი მცირეწლოვანი შვილიც ესწრება. ვიდეოს ავტორი აღნიშნავს, რომ ცემის ფაქტი 2 წუთსა და 30 წამს გრძელდებოდა და კადრები იმდენად მძიმეა, რომ სრულად არ გაავრცელეს. ინციდენტში ჩართულია პოლიცია და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის აღძრული, რაც არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს.
"ქალი რომელიც საკუთარ მცირეწლოვან შვილსაც არ ინდობს და ამ ყველაფერს ატირებულ ბავშვს აყურებინებს, დედობაც უნდა ჩამოერთვას." - წერენ სოციალურ ქსელში.
გავრცელებულ ვიდეოში კიდევ ერთი უმძიმესი დეტალია: კადრებში ჩანს მამაკაცი, რომელიც შემთხვევას შეესწრო, თუმცა ქალის შესაჩერებლად არაფერი გაუკეთებია. ამან საზოგადოებაში მრისხანება გამოიწვია. მომხმარებლები წერენ, რომ მსგავსი გულგრილობა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. მიუხედავად აღძრული საქმისა, ამ დროისთვის ვიბლიანი დაკავებული არ არის.



