დღის ახალი ამბები

ვინ არის 17 წლის ჯამალ კაიშვილი, "ბაიერნის" ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს 19 წლამდე ნაკრებში გამოიძახეს - მშობლები წლების წინ დაკარგა, თავშესაფარში ცხოვრობდა

ვინ არის 17 წლის ჯამალ კაიშვილი, "ბაიერნის" ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს 19 წლამდე ნაკრებში გამოიძახეს - მშობლები წლების წინ დაკარგა, თავშესაფარში ცხოვრობდა


28-08-2025, 18:02

17 წლის ჯა­მალ კა­იშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს 19 წლამ­დე ნაკ­რებ­ში გა­მო­ი­ძა­ხეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას Geo Team ავ­რცე­ლებს.


კა­იშ­ვი­ლი "ბა­ი­ერ­ნის" ფეხ­ბურ­თე­ლია. მას ურ­თუ­ლე­სი და შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი გზა აქვს გავ­ლი­ლი უკვე 17 წლის ასაკ­ში.


Geo Team-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფეხ­ბურ­თელს უკვე აქვს სა­ქარ­თვე­ლოს პას­პორ­ტი.


"ჯა­მალ კა­იშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში გა­მო­ი­ძა­ხეს! Geo Team-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­ი­ერ­ნის 17 წლის ნა­ხე­ვარმცვე­ლი ჯა­მალ კა­იშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს 19-წლამ­დე ნაკ­რებ­ში გა­მო­ი­ძა­ხეს.ამის სურ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში დიდი ხნის წინ ჰქონ­დათ, თუმ­ცა რთუ­ლი პრო­ცე­დუ­რა იყო - სამ­წუ­ხა­როდ, ფეხ­ბურ­თე­ლის ორი­ვე მშო­ბე­ლი წლე­ბის წინ გარ­და­იც­ვა­ლა და თა­ვად გერ­მა­ნი­ა­ში ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სით ჩა­ბარ­და, ამი­ტომ მისი წი­ნაპ­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მარ­ტი­ვი სა­კი­თხი არ ყო­ფი­ლა.


დე­დით ქარ­თვე­ლი, მა­მით ჩე­ჩე­ნი ჯა­მა­ლი დღე­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელს წარ­მო­ად­გენს!


ამ ამ­ბავ­ში პი­რა­დად იყო ჩარ­თუ­ლი სფფ-ს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ალექ­სან­დრე იაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც რამ­დენ­ჯერ­მე გერ­მა­ნი­ა­შიც ჩა­ვი­და, ბა­ი­ერ­ნის კამ­პუსს ეწ­ვია ჯა­მალ კა­იშ­ვი­ლის სა­ნა­ხა­ვად და ფეხ­ბურ­თელ­თან მუდ­მივ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ინარ­ჩუ­ნებ­და, ამ ამ­ბავს არ მო­ეშ­ვა და 17 წლის ნა­ხე­ვარმცველს ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტი გა­უ­კე­თეს", - წერს Geo Team.


ჯა­მა­ლი მარ­ცხე­ნა შემ­ტე­ვი ნა­ხე­ვარმცვე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე თა­მა­შობს.


ცნო­ბი­ლია, რომ ჯა­მალ კა­იშ­ვი­ლი გერ­მა­ნი­ა­ში ბავ­შვთა თავ­შე­სა­ფარ­ში ცხოვ­რობ­და და მისი სა­ფეხ­ბურ­თო ნიჭი სკა­უ­ტებ­მა შე­ამ­ჩნი­ეს. სა­ბო­ლო­ოდ კი მა­ლე­ვე ბა­ი­ერ­ნის ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­და.


წყარო: ambebi.ge





  • გაზიარება
    მოინახულეს 1 807-ჯერ
    მსგავსი საიხლეები
    1. "რეალ მადრიდის" ვარსკვლავს ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში ადანაშაულებენ
    2. ვინ არის ულამაზესი გოგონა, რომლის გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად გადაღებულმა ვიდეომ დიდი ინტერესი გამოიწვია
    3. “როგორც ვიცი ზედ დახტუნავდა... კეფის ძვალი აქვს გატეხილი, ხელოვნურ კომაშია, სიკვდილს ებრძვის“ - შსს-მ ბექა ონიანზე ძალადობის საქმეზე ერთი პირი დააკავა: რას ჰყვება ოჯახის წევრი
    4. თბილისში, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მოკ­რი­ვის, სე­რიკ მუ­სა­დი­ლი­ო­ვის ძმა, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
    5. "ხალხი კრიშტიანუს აკრიტიკებს, მაგრამ..." - გაირკვა მიზეზი, რის გამოც რონალდუ ჟოტას დაკრძალვას არ დაესწრო
    რეკლამა