Football365-ის ცნობით, ჯანლუიჯი დონარუმას შემდეგ „მანჩესტერ სიტი“ პსჟ-ს კიდევ ერთ ვარსკვლავს, ჟოაო ნევეშს უმიზნებს.
პეპ გვარდიოლა განსაკუთრებულად აფასებს ნევეშის თამაშს და კლუბის ხელმძღვანელობას მის შეძენას სთხოვა. „ქალაქელები“ მზად არიან პსჟ-ს 20 წლის პორტუგალიელის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაიხადონ, რაც სარეკორდო ტრანსფერი იქნება.
Fichajes-ის ცნობით, გვარდიოლა ნევეშს ხანგრძლივ პერსპექტივაში როდრის შემცვლელად განიხილავს, თუმცა პარიზელები ფეხბურთელის გაყიდვას გამორიცხავენ.
ნევეში პსჟ-მ 2024 წელს „ბენფიკასგან“ 65 მილიონ ევროდ შეიძინა და ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. Transfermarkt-ის შეფასებით, მისი მიმდინარე ღირებულება 80 მილიონია. მიმდინარე სეზონში კი პორტუგალიელმა 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
24-10-2026 13:11
1
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია
ვრცლად
26-09-2026 13:26
115
"მე არ უნდა ვამბობდე, ვაისის შემდეგ ვილიმ მისცა შანსი ჩემს შვილს, მაგრამ..." - ბუდუ ზივზივაძის მამა ვილი სანიოლზე
ვრცლად
23-09-2026 05:46
67
მხარი დაუჭირეთ კვარას - „ოქროს ბურთის“ ოფიციალურმა გვერდმა კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა
ვრცლად
21-09-2026 12:45
123
თოფურია გეიჯის ჩხუბის სკანდალური დეტალი - დენა უაითის პირველი კომენტარი ხელთათმანებზე, რომელიც დღესაც განხილვის თემაა
ვრცლად

