დღის ახალი ამბები

ესპანეთის ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

ესპანეთის ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა


6-10-2025, 15:43

„მანჩესტერ სიტის“ ერთ-ერთი ლიდერი, როდრი კიდევ ერთხელ დაშავდა. ესპანელმა ფეხბურთელმა პრემიერლიგის ბოლო ტურში, „ბრენტფორდთან“ ტრავმა მიიღო, რის გამოც სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს.


როდრი 11 ოქტომბერს საქართველოსთან, ხოლო 14-ში ბულგარეთთან შეხვედრებში ვერ ითამაშებს. საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ესპანელმა კომენტარი გააკეთა.


„ვიმედოვნებ, რომ მოედანს 2 კვირაში, სანაკრებო პაუზის შემდეგ, „ევერტონთან“ მატჩისთვის დავუბრუნდები“.


შეგახსენებთ, რომ როდრიმ 2024 წლის სექტემბერში მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო. მას შემდეგ ესპანელ ნახევარმცველს კლუბსა და ნაკრებში არაერთი თამაშის გამოტოვება მოუწია.


„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ „ბრენტფორდთან“ მატჩის შემდეგ როდრის შესახებ ისაუბრა.


„მართალი ვიყავი. თქვენ მეკითხებოდით, თუ რატომ არ თამაშობდა ის 90 წუთს. სწორედ ტრავმებია ამის მიზეზი – ჩვენ როდრის ჯანმრთელობას ვუფრთხილდებოდით“, – თქვა გვარდიოლამ.


წყარო: 1tv.ge





  • გაზიარება
    მოინახულეს 739-ჯერ
    რეკლამა