დღის ახალი ამბები

ზურიკო დავითაშვილმა კარიერა შესაძლოა თურქეთში გააგრძელოს

ზურიკო დავითაშვილმა კარიერა შესაძლოა თურქეთში გააგრძელოს


16-10-2025, 19:12

სტამბოლური „ბეშიქთაში“ იანვარში მინიმუმ სამი ახალი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს, რომელთა შორის მთავარი სამიზნე საქართველოს ნაკრებისა და „სენტ-ეტიენის“ შემტევი ზურიკო დავითაშვილია, - იუწყება Sporx-ი.


გავრცელებული ინფორმაციით, გუნდის მწვრთნელმა სერგენ იალჩინმა მარცხენა ფლანგზე არსებული პრობლემის მოსაგვარებლად დავითაშვილის ტრანსფერი მოითხოვა. როგორც ცნობილია, კლუბის პრეზიდენტი სერდალ აიდალი ნაახალწლევს დაუკავშირდება „სენტ-ეტიენს“ და ქართველი შემტევის შესაძენად თანხას არ დაიშურებს. დავითაშვილი გამოირჩევა დრიბლინგითა და ერთი ერთზე თამაშის უნარით.


24 წლის ფეხბურთელს „სენტ-ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ის 8 მატჩში მას 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო transfermarkt-ის მიხედვით მისი საბაზრო ფასი 9 მილიონი ევროა.


„ბეშიქთაში“ ამჟამად თურქეთის ჩემპიონატში მეექვსე პოზიციაზეა (1 მატჩით ნაკლები ჩატარებული აქვს) და ლიდერ „გალათასარაის“ 9 ქულით ჩამორჩება.





  • გაზიარება
    მოინახულეს 126-ჯერ
    რეკლამა