დღის ახალი ამბები

გიორგი მამარდაშვილი მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება

გიორგი მამარდაშვილი მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება


4-11-2025, 06:29

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა დაადასტურა, რომ გუნდს მეკარე ალისონ ბეკერი ვერ დაეხმარება მოახლოებულ შეხვედრებში მადრიდის „რეალსა“ და „მანჩესტერ სიტისთან“. შედეგად, მერსისაიდელთა კარს ამ შეხვედრებში საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.


„მადრიდის „რეალთან“ ვერ ითამაშებენ ალექსანდრ ისაკი, ჯერემი ფრიმპონგი და ალისონ ბეკერი. შესაძლოა, ისაკი კვირას განაცხადში იყოს, თუმცა ზუსტად ვერ ვიტყვი, ვნახოთ, როგორ წარიმართება აღდგენითი პროცესი. რაც შეეხება ალისონსა და ჯერემის, ისინი „მანჩესტერ სიტისთანაც“ ვერ ითამაშებენ“, – აღნიშნა სლოტმა.


„ლივერპულისა“ და „რეალის“ მატჩი ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მეოთხე ტურში 4 ნოემბერს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება, მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია სილქ სპორტ 2 ზე და სეტანტა სპორტზე იქნება.


წყარო: 1tv.ge





  • გაზიარება
    მოინახულეს 336-ჯერ
    რეკლამა