ინგლისური „უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი გრასიამ გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა, რომელმაც აპრილში მიღებული ტრავმის შემდეგ ვარჯიში განაახლა და ახლოს არის, გუნდის განაცხადში დაბრუნდეს.
„ჯერ საბოლოოდ არ გადამიწყვეტია, ვინ მოხვდება „მიდლსბროსთან“ მატჩის განაცხადში. რამდენიმე ფეხბურთელს მცირე პრობლემები აქვს, თუმცა სერიოზული არაფერია და მათ მოსამზადებლად დრო ექნებათ. გუნდში საკმარისი კონკურენციაა, ამიტომ გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებ.
გიორგი ჩაკვეტაძე გამოჯანმრთელდა და უკვე ბურთით ვარჯიშობს. მის მოედანზე დასაბრუნებლად საუკეთესო მომენტი უნდა შევარჩიოთ“, – აღნიშნა გრასიამ.
„უოტფორდი“ ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის მომდევნო მატჩს პირველ ნოემბერს „მიდლსბროსთან“ ჩაატარებს. რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელს, მან ტრავმა 5 აპრილს „ბრისტოლთან“ მატჩის მსვლელობისას მიიღო და მოედანი პირველ ტაიმში დატოვა. ჩაკვეტაძემ სამი სანაკრებო შეკრება გამოტოვა.
წყარო: 1tv.ge
