პარი სენ-ჟერმენის მეკარემ, მატვეი საფონოვმა ტრავმა მიიღო. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მას მარცხენა ხელი აქვს მოტეხილი.
„საფონოვმა დაზიანება „ფლამენგოსთან“ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში მიიღო. მისი მდგომარეობის შეფასება სამი-ოთხი კვირის შემდეგ კიდევ ერთხელ მოხდება“, – წერია პსჟ-ს განცხადებაში.
აღნიშნული შეხვედრის ერთ-ერთი გმირი სწორედ საფონოვი იყო, მან პენალტების სერიაში ოთხი დარტყმა მოიგერია და გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.
2025 წელი „პარი სენ-ჟერმენმა“ ექვსი ტიტულით დაასრულა – გუნდმა საფრანგეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი, უეფა-ს სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.
წყარო: 1tv.ge-sport
24-10-2026 13:11
1
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია
ვრცლად
26-09-2026 13:26
115
"მე არ უნდა ვამბობდე, ვაისის შემდეგ ვილიმ მისცა შანსი ჩემს შვილს, მაგრამ..." - ბუდუ ზივზივაძის მამა ვილი სანიოლზე
ვრცლად
23-09-2026 05:46
67
მხარი დაუჭირეთ კვარას - „ოქროს ბურთის“ ოფიციალურმა გვერდმა კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა
ვრცლად
21-09-2026 12:45
123
თოფურია გეიჯის ჩხუბის სკანდალური დეტალი - დენა უაითის პირველი კომენტარი ხელთათმანებზე, რომელიც დღესაც განხილვის თემაა
ვრცლად

