უეფა-ს კონფერენს ლიგის 2025/2026 წლის სეზონის ძირითადი ეტაპის ბოლო, მე-6 ტურში გაბრიელ სიგუა „ლოზანასა“ და „ფიორენტინას“ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი გმირი გახდა.
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის მიერ მატჩის 59-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით შვეიცარიული გუნდი ტურნირის 1/16-ფინალურ ეტაპზე გავიდა – „ლოზანამ“ ცხრილში მე-9 ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრების წევრმა 8.2 ქულა დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
საუკეთესო რვა გუნდს შორის გავიდა და პირდაპირ 1/8-ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარმა“. უკრაინულმა გუნდმა ბოლო ტურში „რიეკასთან“ მატჩი ფრედ, 0:0 დაასრულა და მე-6 ადგილი დაიკავა.
მერვედფინალში გადასასვლელი პლეი ოფის წილისყრა 16 იანვარს გაიმართება. პლეი ოფში პირველი მატჩები 19 თებერვალს ჩატარდება, განმეორებითი – 26 თებერვალს.
წყარო: 1tv.ge-sport

