დღის ახალი ამბები

ცნობილია რატომ არ ათამაშა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია

ცნობილია რატომ არ ათამაშა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია


5-01-2026, 06:11

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ჩემპიონატის, ლიგა 1-ის მე-17 ტურში „პარიზს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა – 2:1.


დედაქალაქურ დერბიში „პარი სენ-ჟერმენმა“ ანგარიში შესვენებამდე, 45-ე წუთზე გახსნა – სტუმართა კარი დეზირე დუემ აიღო. 51-ე წუთზე ვილემ გუბელსმა პენალტით წონასწორობა აღადგინა, თუმცა ორ წუთში უსმან დემბელემ გაიტანა და მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა.


„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ორი დღის წინ ვარჯიშზე მიღებული დაზიანების მიუხედავად, საქართველოს ნაკრების ლიდერი სამატჩო განაცხადში შეიყვანა, თუმცა ტრავმის რისკის გამო მოედანზე არ შეუშვა და დაასვენა. შემდეგ შეხვედრას კვარაცხელიას გუნდი საფრანგეთის სუპერთასის ფინალში „მარსელთან“ ჩაატარებს – მატჩი 8 იანვარს, ქუვეითში გაიმართება.


რაც შეეხება ლიგა 1-ს, 17 ტურის შემდეგ პსჟ-ს 39 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, ლიდერ „ლანსს“ კი მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.


წყარო: 1tv.ge-sport




  • ხვიჩა კვარაცხელია, კვარაცხელია, ლუის ენრიკე, პსჟ, kvara, kvicha kvarastkhelia
    გაზიარება
    მოინახულეს 1 430-ჯერ
    რეკლამა