დღის ახალი ამბები

ვინ არის გოგონა, რომელიც ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით იასპარეზებს

ვინ არის გოგონა, რომელიც ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით იასპარეზებს

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების კიდევ ერთი წევრი ახალგაზრდა მოცურავე გოგონა მარიამ იმნაძეა.

მარიამ იმნაძე 20 წლისაა და სპორტით 7 წლიდანაა დაკავებული. წლების განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა, დედა რუსი ჰყავს, მამა – ქართველი. მისი ოჯახი საქართველოშია – ბებია, ბაბუა, და-ძმები. უკვე 3 წელია, თვითონაც საქართველოში ცხოვრობს და აქ ვარჯიშობს. მისი მწვრთნელი გიორგი სირბილაძეა.

გთავაზობთ მარიამის პრაიმტაიმთან“ ინტერვიუდან ამონარიდს:

– გამარჯვებაზე არ ვფიქრობ. ის, რომ ოლიმპიადაზე ვმონაწილეობ, უკვე დიდი მიღწევაა. ჩემი მიზანი კი ისაა, რომ საკუთარ თავს ვაჯობო. ვსწავლობ, ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების რუსულენოვან ფაკულტეტზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ სფეროში არ ვიმუშავებ. როცა ამ ფაკულტეტზე ვაბარებდი, ვფიქრობდი, რომ შევძლებდი, მაგრამ მივხვდი, რომ ეს ძალიან მძიმე სფეროა, ჩემი ხასიათისთვის. უფრო ხელოვნება მაინტერესებს. ფოტოგრაფიით ვარ გატაცებული, თუმცა ახლა ძალიან ცოტა დრო მაქვს და ვერ ვახერხებ რომ საფუძვლიანად დავკავდე ამ სფეროთი. ვაპირებ, განათლებაც მივიღო ამ მიმართულებით.

"ამ ოლიმიპიადაზე მედლის იმედი არ მაქვს. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე მთავარი საკუთარ თავზე გამარჯვება და მონაწილეობაა, რაც გამოდცილებას მომცემს."


ქართველი სპორტსმენი ტოკიოში 29 ივლისს (100 მ. თავისუფალი სტილი) იასპარეზებს.












გაზიარება
მოინახულეს 5 956-ჯერ
კომენტარები
რეკლამა