დღის ახალი ამბები

"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა

"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა


29-12-2025, 09:25

ყოფილმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა Club#4-ის პოდკასტში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ძიუდოს კარიერის დასრულება მოუწია.

 

ღვინიაშვილის თქმით, მის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერება "ოსტარინი" აღმოაჩინეს, რასაც კატეგორიულად უარყოფს.

 

"ვემზადებოდი მასტერსისთვის. მაშინ "ადამსის პროგრამაზე" ვიყავი. მარტივად რომ ვთქვა, იარაღი როგორც გადაადგილდება, ეგრე გადავადგილდებოდით სპორტსმენებიც, ყოველდღე უნდა შეავსო სად იმყოფები და სად იქნები, რადგან წინასწარ არ გირეკავენ, მაშინვე მოდიან და ზუსტად 1 საათს გაძლევენ დროს, თუ არ გამოცხადდები, პირველად და მეორედ არიდებას გიწერენ, მესამედ კი დისკვალიფიკაციას გაძლევენ.

 

ყველაზე გასაკვირი რა იყო იცით? წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო. ასეთი შემთხვევა ადრე არასდროს ყოფილა და ზუსტად ეგ დოპინგის ჩაბარება იყო, რომ, მითხრეს "ოსტარინი" ამოგივარდაო. მანამდე ზედიზედ 5 გრანდ-სლემი მქონდა მოგებული და ძალიან მაგარ ფორმაში ვიყავი. 27 წლის ასაკში ვიყავი და ფორმის პიკში გახლდით. მერე ექიმებმა მითხრეს, ისეთი დოზა ამოგივარდაო, შენ რომ ნამდვილად ყოფილიყავი ამის მიმღები, ხუთივე შეჯიბრებაზე ამოგივარდებოდაო. თავისთავად ხუთივე შეჯიბრებაზე წინასწარ შემამოწმეს. ჩემი ფიზიკურობიდან გამომდინარე, შეჯიბრებაზე წამიგია და მაინც მამოწმებდნენ ხოლმე.

 

შემიძლია დავიფიცო, რომ პროტეინსაც კი არ ვსვამდი, "ოსტარინი" საერთოდ არ ვიცი რა არის. ყველაზე მეტად რაზეც გული დამწყდა, არის ის, რომ დახმარების სურვილი არავინ გამოხატა. ერთადერთი კაცი, რომელიც გამოჩნდა და შემომთავაზა თანხით გვერდზე დგომა, ადვოკატები და მსგავსი დახმარება, ეს იყო ბიზნესმენი სლავა შერაზადიშვილი. რაც შეეხება დანარჩენ ადამიანებს, ვისაც ამ საქმის სააშკარაოზე გამოტანა შეეძლოთ, თითს ერთმანეთისკენ იშვერდნენ. ვიომეთ, ვიწვალეთ მე და ჩემმა ადვოკატმა, მაგრამ ვერაფერს ვერ გავხდი", - განაცხადა ღვინიაშვილმა.


წყარო: sportall.ge





  • გაზიარება
    მოინახულეს 1 958-ჯერ
    მსგავსი საიხლეები
    1. "ჩემპიონი ტატამზე, ჩემპიონი ოჯახში" - ბექა ღვინიაშვილის 4 შვილი, უმშვენიერესი მეუღლე და ბედნიერი ოჯახი
    2. “როგორც ვიცი ზედ დახტუნავდა... კეფის ძვალი აქვს გატეხილი, ხელოვნურ კომაშია, სიკვდილს ებრძვის“ - შსს-მ ბექა ონიანზე ძალადობის საქმეზე ერთი პირი დააკავა: რას ჰყვება ოჯახის წევრი
    3. "როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
    4. ხელჩართული ჩხუბი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტსა და მთავარ მწვრთნელს შორის - გეგეშიძე და იანტბელიძე ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან
    5. ვფიქრობ, რაც ხვიჩამ გააკეთა მომავალი თაობებისთვის ისეთივე ინსპირაციული იქნება, რაც მე კახა კალაძისგან მივიღე, რისთვისაც მადლიერი ვარ - ზაზა ფაჩულია
    რეკლამა