დღის ახალი ამბები

“როგორც ვიცი ზედ დახტუნავდა... კეფის ძვალი აქვს გატეხილი, ხელოვნურ კომაშია, სიკვდილს ებრძვის“ - შსს-მ ბექა ონიანზე ძალადობის საქმეზე ერთი პირი დააკავა: რას ჰყვება ოჯახის წევრი

“როგორც ვიცი ზედ დახტუნავდა... კეფის ძვალი აქვს გატეხილი, ხელოვნურ კომაშია, სიკვდილს ებრძვის“ - შსს-მ ბექა ონიანზე ძალადობის საქმეზე ერთი პირი დააკავა: რას ჰყვება ოჯახის წევრი



16 მა­ისს, თბი­ლის­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩა­ზე ორ მა­მა­კაცს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, ნა­ცე­მია ფუტ­სა­ლის ფეხ­ბურ­თე­ლი ბექა ონი­ა­ნი.


მისი ოჯა­ხის წევ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ონი­ა­ნი ხე­ლოვ­ნურ კო­მა­შია და მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.


  • პო­ლი­ცი­ამ ბექა ონი­ა­ნის მი­მართ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით ერთი პირი უკვე და­ა­კა­ვა.

“თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ტ. ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.


და­ნა­შა­უ­ლი 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.


  • გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 16 მა­ისს, ბრალ­დე­ბულ­მა თბი­ლის­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ახა­ლი სპორ­ტის სა­სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და 1998 წელს და­ბა­დე­ბულ ბ.ო.-ზე, რის შე­დე­გად ბ.ო. წა­იქ­ცა და თა­ვის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო.

მომ­ხდა­რის შე­დე­გად ი.ტ. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა, ხოლო და­შა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ბრალ­დე­ბუ­ლი მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს.


გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


  • ბექა ონი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, “ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ველ­თან“ სა­უბ­რობს ოჯა­ხის წევ­რი:

“ბექა რო­დე­საც უკვე გა­მო­ვი­და გა­სახ­დე­ლი­დან და პარ­კინგზე მი­დი­ო­და, მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და ივა ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი. არც ეს პი­როვ­ნე­ბა იყო ჩა­რე­უ­ლი კონ­ფლიქ­ტში და არც ბექა. უბ­რა­ლოდ, ალ­ბათ ვი­ღა­ცას ელო­დე­ბო­და და უნ­დო­და ვინ­მეს­თვის რა­ღა­ცის და­შა­ვე­ბა. შერ­ჩა ბექა ხელ­ში - მას­თან არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი არ ჰქო­ნია.


რო­გორც ვიცი დახ­ტუ­ნავ­და ზედ. ბექა, რო­გორც ვიცი იყო მარ­ტო. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მი­ვიდ­ნენ. ამ ბიჭ­მა გა­თი­შა ბექა და მან­ქა­ნით გა­იქ­ცა.


ხე­ლით არის კი... შე­იძ­ლე­ბა ბლაგ­ვი სა­გა­ნიც ეჭი­რა ხელ­ში იმი­ტომ რომ კე­ფის ძვა­ლი აქვს გა­ტე­ხი­ლი. კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტს სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში არის მოყ­ვა­ნი­ლი, ხე­ლოვ­ნურ კო­მა­ში იმ­ყო­ფე­ბა. სიკ­ვდილს ებ­რძვის.


თა­ვის ქა­ლის ნა­წი­ლი ახ­დი­ლი აქვს, შე­საძ­ლე­ბე­ლია მე­ო­რე ნა­წი­ლის ახ­დაც მო­ხერ­ხდეს, თუ თა­ვის ქა­ლის წვე­ნა არ მო­ი­მა­ტებს.

რო­გორც ვიცი არა­ერ­თი ინ­ცი­დენ­ტი ჰქო­ნია ამ ბიჭს ჩა­დე­ნი­ლი და რა­ტომ­ღაც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ყო­ველ­თვის არის არი­დე­ბუ­ლი.


წყარო: ambebi.ge





გაზიარება
მოინახულეს 916-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "რეალ მადრიდის" ვარსკვლავს ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში ადანაშაულებენ
  2. ვინ არის ულამაზესი გოგონა, რომლის გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად გადაღებულმა ვიდეომ დიდი ინტერესი გამოიწვია
  3. "ის 14 წელია ურთიერთობაშია" - playboy-ს გოგონა, სასიყვარულო ურთიერთობა და წარმატებული კარიერა: ვინ არის ბლოგერი და დვალიშვილის ახლო მეგობარი "ნინა დრამა"
  4. "დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჟორ­ჟი მიხ­ვდა, რომ გი­ორ­გი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვი იყო" - ვინ არის ბიჭუნა, რომელიც მიქაუტაძესთან ერთად გავიდა "დინამო არენაზე"
  5. “ამის შემდეგ მესიზე წარმოდგენა მთლიანად შემეცვალა, ამხელა ფეხბურთელი რომ ამას გააკეთებს…” – რას ამბობს კვარაცხელია მესის შესახებ
რეკლამა