დღის ახალი ამბები

ის, რასაც ყველა ელდოება - რონალდუ და მესი ერთად ითამაშებენ

ის, რასაც ყველა ელდოება - რონალდუ და მესი ერთად ითამაშებენ

ლიონელ მესის 21-წლიანი ისტორია ბარსელონაში დასრულდა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა პარი სენ ჟერმენთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა. ამერიკული მედია წერს, რომ ინტერ მაიამის მფლობელი დევიდ ბექჰემი ლეოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და წინასწარი შეთანხმების მიღწევას ცდილობს.

ბექჰემის გეგმა ასეთია: პარიზულ კლუბთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ, დევიდს სურს, რომ მესი ინტერ მაიამიში გადავიდეს და MLS-ში ითამაშოს.

ბექზის კიდევ ერთი მიზანი კრიშტიანო რონალდოს დამატებაა. ინგლისელი ამით ფეხბურთის უამრავი ქომაგის ოცნებას აასრულებს და ინტერ მაიამიში სუპერწყვილს შექმნის.

ინტერ მაიამის კიდევ ერთი მფლობელი ხორხე მასი ამ თემაზე ამერიკულ მედიას ესაუბრა. ''იმედი მაქვს, რომ მესი მაიამიში ითამაშებს. ის ჩვენი თაობის საუკეთესო ფეხბურთელია და მინდა, რომ ინტერ მაიამის მსოფლიო დონის გუნდად ჩამოყალიბებაში თავისი წვლილი შეიტანოს. მე და დევიდი ამ თემაზე ბევრს ვმუშაობთ და გვინდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები ჩვენს კლუბში დავიმატოთ'', - განაცხადა მაიამი ჰერალდთან ხორხემ.

ინტერ მაიამი ამ დროისთვის MLS-ს პლეი ოფში გასასვლელად იბრძვის. შეგახსენებთ, რომ ბექჰემის კლუბში გონსალო იგუაინი და ბლეზ მატუიდი თამაშობენ.




გაზიარება
მოინახულეს 1 124-ჯერ
კომენტარები
რეკლამა