საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადაცემაში "სპორტი იმედზე" სექტემბრის სანაკრებო პაუზის შესახებ ისაუბრა და, ამავდროულად, მედიით გავრცელებულ კრიტიკულ კომენტარებს გამოეხმაურა.
"წააგებს ნაკრები და ჩამწკრივდებიან, კომენტარებს აკეთებენ... აქ არ იყავით წლების განმავლობაში? გეკეთებინა, თუ რაღაც შეგეძლო... ერთი მოედანი არ გაგიკეთებია, დადიხარ და რაღაცებს პროფესორობ. პრობლემა კი არ მაქვს, უნდა აკრიტიკო, მაგრამ შემოგვთავაზე, თუ შეგიძლია, მოდი და იმუშავე... დგახარ, რაღაცებს პროფესორობ... შეკრება, ანტალია... თუ გინდა, გეუბნებიან, მოდი და იმუშავე. ხან რა მიზეზებს ედებიან, ხან რას. მიხედე რა შენს საქმეს", - განაცხადა კობიაშვილმა.
ნათელია, რომ ფეხბუთის ფედერაციის პრეზიდენტი შოთა და აჩი არველაძეების ინტერვიუს გულისხმობდა. ვეტერანმა ფეხბურთელებმა ეროვნული ნაკრების უკანასკნელი მატჩები adjarasport.com-თან შეაფასეს.
"არასდროს გამოვირჩევი მწვავე და კრიტიკული განცხადებებით, მით უმეტეს, ეროვნულ ნაკრებთან მიმართებაში, მაგრამ მგონია, რომ ასეთი წარუმატებლობა და ასეთი თამაში მეც მეხება.
ალბათ პირველად ვიქნები ასეთი კატეგორიულად განწყობილი - მინდა ვთქვა, რომ ვიღაცებს მისამართი ეშლებათ, ან ვერ ხვდებიან სად არიან. წარმოუდგენელია, როცა ნაკრებში მუშაობ, თავს უფლება მისცე და ისე მოიქცე, როგორც მწვრთნელი ანტალიაში, საკლუბო შეკრებების დროს იქცევა! როგორ შეიძლება ამდენი ფეხბურთელის თამაში და დებიუტი ასეთ მოკლე დროში, ასეთ მნიშვნელოვან სანაკრებო მატჩებში?", - განაცხადა აჩი არველაძემ.
წყარო : Adjarasport.com
მიხედე რა შენს საქმეს - ლევან კობიაშვილმა შოთა არველაძეზე ისაუბრა
კომენტარები
22-11-2024 15:02
0
ერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
ვრცლად
21-11-2024 22:57
199
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
8 537
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
468
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად