დღის ახალი ამბები

ცხვრების ხმაურის გამო რონალდუმ მანჩესტერში 6 მილიონად შეფასებულ სახლზე უარი თქვა (ფოტოები)

ცხვრების ხმაურის გამო რონალდუმ მანჩესტერში 6 მილიონად შეფასებულ სახლზე უარი თქვა (ფოტოები)

„მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნების შემდეგ, კლუბმა რონალდუსთვის 6 მილიონ ფუნტად შეფასებული სახლი აიღო, რომელშიც პორტუგალიელი და მისი ოჯახი ამ დრომდე ცხოვრობდნენ, თუმცა უკვე ასე აღარ არის.
The Sun-ის ცნობით, რონალდუს ოჯახი ცხვრებმა შეაწუხეს და წყაროს ცნობით, მათთვის იქ ცხოვრება უკვე გაუსაძლისი იყო.
კრიშტიანუმ და მისმა ოჯახმა ახალ სახლში კვირაზე ნაკლები იცხოვრეს, რის შემდეგაც მეზობლებისა და მათი ცხვრების გამო იქაურობა დატოვეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს სასახლე ძალიან ლამაზია და მდებარეობს მთიან მინდვრებსა და ტყეებს შორის, იქვე არიან ცხვრები, რომლებიც დილით ძალიან ხმაურობენ.
 რონალდუ ნამდვილი პროფესიონალია. ის დიდ ყურადღებას უთმობს დასვენებასა და მატჩების შემდეგ ენერგიის აღდგენას. ამიტომ გადაწყდა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ მისი ოჯახი იქაურობას დატოვებდა“.
- განუცხადა წყარომ The Sun-ს.

ჩეშირში არსებული სახლი, რომელშიც რონალდუ უკვე აღარ ცხოვრობს, მართლაც ნამდვილი სასახლეა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე დაცვის სისტემით, აუზით, 7 საძინებლით, პირადი კინოთეატრით, 4 ავტოფარეხით, რომელშიც კრიშტიანუს 17 მილიონად შეფასებული ავტომობილები იყო განთავსებული. ხსენებული სასახლე ასევე მოიცავს ულამაზეს ბაღებს, რომლებიც ამ ადგილს განსაკუთრებულს ხდის.
შეგახსენებთ, რომ რონალდუმ „იუნაიტედში“ დაბრუნების შემდეგ სულ 2 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა შეძლო.






გაზიარება
მოინახულეს 2 032-ჯერ
კომენტარები
რეკლამა