ლიანა ჯოჯუა UFC-ში მორიგ ორთაბრძოლას შაბათს გამართავს და მისი მეტოქე კორტნი ქეისი იქნება.
ჯოჯუამ ყველაზე პრესტიჟულ ორგანზიაციაში აქამდე 1 ბრძოლა მოიგო, ორჯერ კი დამარცხდა. ბოლო ბრძოლის შემდეგ დანა უაითი მასთან პირადად მივიდა და უთხრა რომ ერთ შანსს კიდევ მისცემდა.
ლიანას ძლიერი მხარე ჭიდაობაა და სწორედ მტკივნეულით აქვს მოპოვებული ამ ეტაპზე ერთადერთი გამარჯვება UFC-ში.
ჯოჯუას მეტოქე საკმაოდ გამოცდილი 34 წლის ამერიკელი მებრძოლია. მიუხედავად კორტნის არც თუ ისე შთამბეჭდავი სტატისტიკისა ( 9 მოგება და 9 მარცხი ), ქეისი თანაბრად ძლიერია როგორც სტრაიკინგში ასევე ჭიდაობაშიც. 9 გამარჯვებიდან 3 ნოკაუტით, 4 მტკივნეულით, ხოლო 2 მსაჯების გადაწყვეტილებით აქვს მოპოვებული. აღსანიშნავია, რომ 9 მაცხიდან 7 მათგანში მსაჯების გადაწყვეტილებით წააგო.
ბუკმეიკერების აზრით ამ ბრძოლაში ფავორიტი კორტნი ქეისია, ლიანა ჯოჯუას კი ეგრეთწოდებული "ანდერდოგის" სტატუსი მიანიჭეს. ჯოჯუას გამარჯვებას კოეფიციენტად 2.80 მიანიჭეს, ხოლო ქეისი გამარჯვებას კი 1.44
ღონისძიებაზე უნდა ეასპარეზა რომან დოლიძესაც, თუმცა კოვიდ 19-ის დადასტურების გამო მისი ბრძოლა ჩაიშალა.
ივენთის ბოლო ბრძოლა მაქს ჰოლოვეისა და იაირ როდრიგესს შორის შედგება.
ვის თვლიან ბუკმეიკერები ფავორიტად ? ლიანა ჯოჯუას ბოლო შანსი და მისი მეტოქის ძლიერი მხარეები
10-11-2021, 23:38
გაზიარება
მოინახულეს 1 495-ჯერ
კომენტარები

03-10-2023 14:38
136
ტუისოვას 7 წლის შვილი გარდაეცვალა - იგი ნაკრების შეკრებას არ დატოვებს
ვრცლად

03-10-2023 13:08
855
ხვიჩა კვარაცხელია "რეალთან" მატჩის წინ კომენტარს აკეთებს: "მე მატჩებზე გავიზარდე, ახლა კი ......"
ვრცლად

02-10-2023 09:57
665
რუდი გარსია "რეალთან" მატჩამდე კომენტარს აკეთებს
ვრცლად

02-10-2023 08:19
4 409
როდის და რომელ არხზე იქნება ნაპოლი-რეალის შეხვედრა ?
ვრცლად