ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა პირველ არხთან ინტერვიუში ქართველი ნახევარცველით დაინტერესებული კლუბები დაასახელა.
“ინტერესი გამოავლინა “ინტერმა”, “იუვენტუსმა”, “რომამ” და “მილანმა”, “დორტმუნდმაც”. ეს ნაღდი ვარიანტებია და არ არის მოჭორილი. ასევე ვადასტურებ, რომ “ნაპოლიც” გააქტიურდა და გუნდის წარმომადგენლები კონტაქტზე გამოვიდნენ. ეგაა, პანდემიის დროს ურთიერთობები გართულებულია. ახლა მსოფლიოს შესარჩევი დაიწყება და მის დონეს ესპანეთთან, შვედეთთან და საბერძნეთთანაც შეამოწმებენ. მიმაჩნია, რომ ის აუცილებლად ტოპ-გუნდში მოხვდება.
გამორიცხული არ არის, რომ ხვიჩა ახალ კლუბში ახლავე წაიყვანონ. მთავარია, რომ “რუბინს” მისაღები წინადადებით მიმართონ, გუნდი ხელს არავის შეუშლის. კლუბის გენერალური დირექტორი რუსტემ საიმონოვი ხვიჩას წარმატებით არის დაინტერესებული და საქართველოს ნაკრების გულშემატკივარია, კვარაცხელია კი მართლაც გამორჩეულია. ხვიჩა “რუბინის” ბაზაზე ცხოვრობს, ვარჯიშობს და ძინავს. კვარაცხელია ისეთი ტალანტი და პროფესიონალია, 40-50 წელიწადში ერთხელ რომ იბადებიან,”- განაცხადა ჯუღელმა.
წყარო: პირველი არხი
ხვიჩა და რონალდუ ერთად - კვარაცხელიას აგენტმა ის კლუბები დაასახელა, რომლებიც კვარაცხელიას დამატებით დაინტერესდნენ
გაზიარება
მოინახულეს 1 187-ჯერ
კომენტარები

15-03-2023 11:45
272
ხვიჩა კვარაცხელიამ გუტის საჩუქარი მიიღო - რა წერია წერილში, რომელიც ეპანელმა ხვიჩას გაუგზავნა? (ვიდეო)
ვრცლად

12-03-2023 09:30
1 008
"პიოტრმა ჩემზე თქვა, ნულიაო. ვინ არის ახლა ნული, ვინ არის ნული?!" - მერაბ დვალიშვილის ემოციები: რა თქვა მან რუს მებრძოლზე გამარჯვების შემდეგ
ვრცლად

07-03-2023 11:31
332
"მე აუცილებლად გამოგიგზავნი ჩემს 14-ნომრიან მაისურს ხელმოწერით!” - გუტი ხვიჩა კვარაცხელიას
ვრცლად

07-03-2023 07:59
653
"კახა კალაძეს მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა, შოთა არველაძეს - ქართველი ხალხის გული"
ვრცლად