დღის ახალი ამბები

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვანო გრიქუროვი გარდაიცვალა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვანო გრიქუროვი გარდაიცვალა
28-11-2021, 07:27

სამწუხარო ინფორმაცია – 70 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ძალოსნობის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, ივანე (ვანო) გრიქუროვი.

გრიქუროვი 1951 წელს ცხინვალში დაიბადა. მისი აღზრდილები არიან ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები კახი კახიაშვილი და გიორგი ასანიძე. ბოლოს გრიქუროვი პოლონეთში მუშაობდა და ოლიმპიური მედალოსნები იქაც მალე „შექმნა“ – ვერცხლის პრიზიორი შიმონ კოლეცკი და ბრინჯაოს პრიზიორი ანჟეი ცოფალაკი.

გრიქუროვი 2000 წელს საქართველოს ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.




გაზიარება
მოინახულეს 5 485-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
რეკლამა