როდესაც ცნობილი ჩემპიონისა და პროფესიონალი მოკრივის გაქურდვას ცდილობ, დიდია შანსი იმისა, რომ ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც გეგმავდი. ასე მოხდა მიხალის ზაბიდის შემთხვევაშიც, როდესაც მან ორ ახალგაზრდას, ფაქტობრივად, მოზარდებს, თავისი სახლის გალავანზე წაასწრო.
ზაბიდი სახლში ბრუნდებოდა, როდესაც დაინახა, რომ 17 წლის ბერძენი ბიჭი მის გალავანზე გადაძვრომას ცდილობდა. მან ჰკითხა, რას აკეთებდა იქ, პასუხად კი, აღტაცების შემდეგ, მიიღო: “მაიკ, შენ ხარ?! არა, არაფერი, ფოტოებს ვიღებ”. 17 წლის ბიჭს ჰყავდა თანამზრახველიც, რომელიც, პარალელურად, მეორე მხრიდან კარის გაღებას ცდილობდა. როდესაც მძარცველები მიხვდნენ, თუ ვის სახლში იყვნენ, შეშინდნენ. ამ დროს, ზაბიდიმ უთხრა: “ნუ შეეცდები გაქცევას, რადგან დაგეწევი და იძულებული ვიქნები, დაგარტყა.”
ამრიგად, მოკრივემ მოახერხა ორივე ახალაგზრდის მონაცემების შეგროვება, რადგან ისინი შიშისგან მაშინვე არ გაიქცნენ. მისმა პარტნიორმა გოგონამ ფოტოებიც კი გადაუღო და ჩაიწერეს მოტოციკლის ნომერიც, რომლითაც ქურდები ადგილზე მივიდნენ. ამის შემდეგ პოლიცია გამოიძახეს და ოფიცრების მოსვლამდე 1 წუთით ადრე ორივე გაიქცა. ცხადია, მათი იდენტიფიცირება მალევე მოხდა და დააკავეს.
ირკვევა, რომ 17 წლის ბიჭს კიდევ მინიმუმ 15 ქურდობა აქვს ჩადენილი.
ზაბიდი ამბობს, რომ მსგავს სიტუაციებში უმნიშვნელოვანესია სიმშვიდის შენარჩუნება, რადგან ბიჭები არასრულწლოვნები იყვნენ, არც სახლში შესულან და არც ფიზიკურად დასხმიან თავს, ამიტომ პრობლემის მოგვარება იმ გზით გადაწყვიტა, რაც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ.
წყარო : Georgians.gr
ქურდობის მცდელობა ცნობილი მოკრივის სახლში – როგორ წაასწრო ქურდებს ბერძენმა ჩემპიონმა
28-11-2021, 14:32
გაზიარება
მოინახულეს 1 513-ჯერ
კომენტარები

06-08-2022 09:37
519
"სეზონის ბოლოს მარადონას არსებობას დავივიწყებთ" - რას წერენ ნეაპოლელი გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიაზე ტრანსფერიდან 1 თვის შემდეგ
ვრცლად

01-08-2022 07:47
3 648
„ბომბი გოგო ხარ“- ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული საოცარ ფორმაშია, წყვილი მალიორკაზე ისვენებს
ვრცლად

31-07-2022 09:57
833
ქართველმა მებრძოლმა დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქე ნოკაუტში ჩააგდო
ვრცლად

31-07-2022 08:55
1 268
სპორტის ისტორიაში ყველაზე უცნაური საჩუქრები და თასები (ფოტოგალერეა)
ვრცლად