გადაცემა „პრაიმ-შოუში”, რომელიც ბულინგის თემას ეხებოდა, წლების წინ ისაუბრეს ძიძების მხრიდან გამოვლენილ ძალადობაზეც და წამყვანმა და მოდელმა სალომე ღვინიაშვილმა საინტერესო ამბავი გაიხსენა არც ისე შორეული წარსულიდან, როდესაც ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი ინგლისში თამაშობდა.
„ინგლისში ცხოვრების პერიოდში გვყავდა ორი ქართველი ძიძა. მაშინ ჩემი უმცროსი შვილი ნიტა იყო სულ რაღაც ხუთი თვის. მე და ზურა გავემგზავრეთ რამდენიმე დღით სხვა ქვეყანაში დასასვენებლად. მოულოდნელად ჩვენმა მეგობარმა დაგვირეკა, რომ ჩვენი ძიძები დააკავეს ქურდობაზე. მაღაზიიდან მოუპარავთ რაღაცეები. მართლა ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, რადგან ისინი სამი წელი, საკმაოდ კარგ პირობებში ცხოვრობდნენ ჩვენთან და როგორც ოჯახის წევრებს, ისე ვეპყრობოდით“, – გაიხსენა სალომემ.
მისი თქმით, ქურდობის დროს ბავშვები თან ჰყავდათ და ბავშვის სასეირნო ეტლში ჰქონდათ დამალული ტანსაცმელი, რომელიც მაღაზიიდან მოიპარეს.
„ბავშვების თანდასწრებით მოხდა მათი დაკავება. ტასო მაშინ იყო ორი წლის და ძალიან დიდი ხანი ჰქონდა შიშები მაღაზიაში შესვლის. ეშინოდა დაცვის, პოლიციის და ა.შ. ჩვენ გადავიხადეთ მერე ჯარიმა, გავათავისუფლებინეთ, ვუყიდეთ ბილეთები და გამოვუშვით საქართველოში. ალბათ, ნანობენ თავიანთ საქციელს“, – ამბობს სალომე.
“ჩვენი ორივე ძიძა დააკავეს… ქურდობის დროს ბავშვები თან ჰყავდათ და ბავშვის სასეირნო ეტლში ჰქონდათ დამალული ტანსაცმელი…” - რა შეემთხვათ ზურა ხიზანიშვილს და მის მეუღლეს ?
19-02-2022, 13:25
გაზიარება
მოინახულეს 6 471-ჯერ
კომენტარები

08-05-2022 10:41
153
"რეალი" მოდრიჩს თანამშრომლობის გაგრძელებას შესთავაზებს
ვრცლად

08-05-2022 09:28
4 140
ასე ერთობიან გრასიანო პელე და მისი მეგობარი გოგონა სანაპიროზე
ვრცლად

06-05-2022 18:05
589
მბაპეს დედამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა
ვრცლად

05-05-2022 15:49
1 028
4 სიტვა, რომელიც ანჩელოტიმ პერესს თამაშის შემდეგ უთხრა
ვრცლად