სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტშია გადაღებული. ვიდეოში ქალი ტრანსპორტში მყოფ ახალგაზრდას ჩაცმულობის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ მოკლე შორტი არ უნდა ეცვას.
ვიდეოს გამოეხმაურა ცნობილი სპორტსმენი რომან დოლიძე.
"ვიდეო სხვადასხვა ინტერპრეტაციით რომ არ გავრცელდეს, აქვე დავურთავ: შენიშვნა ზოგჯერ შეიძლება იყოს, უადგილო, უმიზეზო, უსამართლოც კი, რამაც თავისთავად შეიძლება გული გვატკინოს, მაგრამ ხშირად ჩვენი რეაქცია, სიტყვა და საქციელი ჩვენს შინაგან კულტურაზეც მეტყველებს.
ყველას აქვს უფლება ჩაიცვას და გამოიყურებოდეს ისე, როგორც მას სურს, მაგრამ ამ შინაგანმა თავისუფლებამ არ უნდა გაიაროს, არც ერთი მხარის და მით უფრო, უფროსი თაობის უპატივცემულობაზე!
კარგად მესმის, რომ მე არ ვაკეთებ “პოპულარულ” განცხადებას, მაგრამ ეს უკანასკნელი ნაკლებად მაინტერესებს, რადგან ყოველთვის ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ და რისიც მჯერა. როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ოპონენტის აზრი, საშინლად არ მომწონს საუბრის ის ტონი და ლექსიკა, რომელსაც ამ კონკრეტულ ვიდეოში ვისმენ!
და დიახ! არ მინდა, ჩემი შვილი ასე იქცეოდეს", - წერს რომან დოლიძე.
"არ შეიძლება უფროსი თაობის უპატივცემულობა, დიახ! არ მინდა, ჩემი შვილი ასე იქცეოდეს" - რას წერს ცნობილი სპორტსმენი? (ვიდეო)
29-08-2023, 11:53
კომენტარები
20-11-2024 20:12
1 553
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
257
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 380
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად
20-11-2024 01:05
3 748
ვინ არის ლუკა ხარატიშვილი, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპაზე გაიყვანა ?
ვრცლად