საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ თბილისში ჩატარებული შეხვედრა იტალიის ნაკრების წინააღმდეგ, რომელშიც "ჯვაროსნები" კახა კალაძის 2 ავტოგოლით დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრების კაპიტნის მაისური, რომელიც იმ მატჩში ეცვა, საბოლოოდ ერთ-ერთ ქომაგს შეხვდა, რომელმაც საინტერესო ისტორია გაიხსენა.
"სამწუხაროდ მატჩის ბილეთი ვერ ვიშოვე და მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ ბარში გადავწყვიტე ყურება. როდესაც მივედი მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ აკრედიტაცია ჰქონდა და ჩემი შეშვება შეეძლო."
"მეორე ტაიმის დაწყებამდე უკვე სტადიონზე ვიყავი და საკმაოდ ნასვამ მდგომარეობაშიც. არც კი ვიცოდი, გოლები ვინ გაიტანეს. ვინაიდან მე ნამდვილი ჟურნალისტი არ ვიყავი, გადავწყვიტე ყველა ფეხბურთელისთვის მაისური მეთხოვა."
"ძალიან მიყვარს მილანი და კახი კალაძე და ვცადე, ეს შანსი გამომეყენებინა. ცხოვრებაში არ დამავიწყდა ორი რამ, შვილის დაბადება და კახი კალაძის სახე, როდესაც მას მაისური ვთხოვე. ეს იყო ადამიანი, რომელსაც სახეზე ეწერა, რომ გადი აქედან თორემ შეიძლება მოგკლა."
"მაგრამ, კალაძემ გაიხადა ეს ფორმა და მომაწოდა." - იხსენებს ქართველი გულშემატკივარი.
"არასოდეს დამავიწყდება მისი სახე, მას ეწერა გადი აქედან, თორემ მოგკლავ”
კომენტარები
20-11-2024 20:12
1 553
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
257
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 380
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად
20-11-2024 01:05
3 748
ვინ არის ლუკა ხარატიშვილი, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპაზე გაიყვანა ?
ვრცლად