დღის ახალი ამბები

ინციდენტის შემდეგ ტედი რინერმა გურამ თუშიშვილის შესახებ კომენტარი გააკეთა – რას ამბობს სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ქართველის შესახებ

ინციდენტის შემდეგ ტედი რინერმა გურამ თუშიშვილის შესახებ კომენტარი გააკეთა – რას ამბობს სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ქართველის შესახებ
4-08-2024, 09:25

ტედი რინერმა, რომელმაც პარიზის ოლიმპიადაზე თავის კარიერაში მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა, მეოთხედფინალური შეხვედრის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა.

როგორც ტედი რინერმა Lagazzeta.ge-ს კითხვას უპასუხა, ამ დროისთვის, გურამ თუშიშვილსა და მას შორის დაძაბულობა არ არის.

„საქართველოს ძიუდოს ძლიერი სკოლა აქვს. დღეს შესანიშნავი დღე იყო. დიდებული დაპირისპირება შედგა. გურამი დიდებული მოწინააღმდეგეა. იმედია, მომავალში ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენს შორის არანაირი დაძაბულობა არ არის. ის კარგი ბიჭია“, – ამბობს რინერი.

წყარო: Lagazzeta.gepnews.ge




გაზიარება
მოინახულეს 877-ჯერ
კომენტარები
რეკლამა