დღის ახალი ამბები

შემომხედეთ, მე ახლა უკვე ჩემპიონი ვარ! ამადროულად, ისევ ის ვარ, მშენებლობაზე რომ მუშაობდა - პირველი კომენტარი გამარჯვების შემდეგ

შემომხედეთ, მე ახლა უკვე ჩემპიონი ვარ! ამადროულად, ისევ ის ვარ, მშენებლობაზე რომ მუშაობდა - პირველი კომენტარი გამარჯვების შემდეგ
15-09-2024, 14:59

მერაბ დვალიშვილმა, აბსოლუტური დომინაციისა და UFC-ის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა. დვალიშვილის თქმით, UFC-ის ჩემპიონობისთვის მან ბევრი იშრომა და დღეს ის საუკეთესო მებრძოლია.

"სიგიჟეა, მგონია, რომ სიზმარში ვარ. ვცდილობდი, რომ წინასწარ არ მეფიქრა ქამარზე. ყოველი ბრძოლის მოგების შემდეგ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდი წინ მიზნისკენ. ასე მოვედი აქამდე. დღეს მხოლოდ ო’მალის დამარცხებაზე ვფიქრობდი. ვიცი, რომ ძლიერია, მაგრამ დღეს მე ის რიგით, ჩვეულებრივ მებრძოლად წარმოვაჩინე. პატივისცემა მას, თუმცა ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ - ვიბრძვით და საუკეთესო იმარჯვებს. მე დღეს საუკეთესო მებრძოლი ვარ UFC-ში. შემომხედეთ, მე ახლა უკვე ჩემპიონი ვარ! მე ინსპირაციას ვაძლევ ძალიან ბევრ ადამიანს ჩემს ქვეყანასა და მსოფლიოში. ამავდროულად, მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ისევ ის ვარ, მშენებლობაზე რომ მუშაობდა. ო’მალი მაღლიდან მიყურებდა, ფიქრობდა, რომ ჩემზე უკეთესი იყო. არავინ არავისზე უკეთესი არ არის. ყველამ ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ და მხოლოდ ერთი ღმერთი არსებობს. იშრომეთ თქვენი მიზნებისთვის და ყველაფერი შესაძლებელია," - აღნიშნა დვალიშვილმა.
ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილი UFC-ის ჩემპიონია. ქართველმა მებრძოლმა საჩემპიონო, ქამრისთვის ბრძოლაში ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.

წყარო: tia.ge/




გაზიარება
მოინახულეს 221-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს კითხე ბოლო-ბოლო და აგიხსნიან” – შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს მიმართავს
  2. "როგორც წესი, ასე ხდება: ჩემი ცოლი ახალ ჩანთებს, ტანსაცმელს ყიდულობს. შემდეგ მომიბრუნდება და მეუბნება: "ძვირფასო, შენც გიყიდე რაღაც" და ამოიღებს ჩანთიდან სამაჯურს, რომლის ღირებულებაც 1 ევროა" - დევიდ ბექჰემი
  3. ხვიჩა კვარაცხელია "რეალთან" მატჩის წინ კომენტარს აკეთებს: "მე მატჩებზე გავიზარდე, ახლა კი ......"
  4. უცნობი ისტორია ზვიადაურზე, რომელიც აქამდე არავის სმენია
  5. ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები
რეკლამა