ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი თავისი ქალიშვილის ქორწილს დაესწრო, – წერს გაზეთი Mirror გერმანულ პრესაზე დაყრდნობით.
წყაროს ცნობით, ლეგენდარული პილოტი იმყოფებოდა 27 წლის ჯინა-მარიას საქორწინო ცერემონიაზე. შუმახერის ქალიშვილის რჩეულია იენ ბეტკე. ცერემონია მალიორკაზე, შუმახერების საოჯახო ვილაზე გაიმართა.
აღნიშნავენ, რომ ეს იყო 55 წლის მიხაელ შუმახერის პირველი გამოჩენა პუბლიკის წინაშე ბოლო 11 წლის განმავლობაში.
2013 წელს ფორმულა 1-ის ლეგენდამ თხილამურებით სრიალისას თავის ქალის მძიმე ტრავმა მიიღო. ყოფილი პილოტის ოჯახი დღემდე საიდუმლოდ ინახავს შუმახერის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ყველა დეტალს და ამ დროის განმავლობაში მისი არც ერთი ფოტო არ გამოქვეყნებულა.
საზოგადოებრივი მაუწყებელი
კომენტარები
08-11-2024 18:30
291
მანჩესტერის ახალი მწვრთნელი კვარაცხელიას ტრანსფერს ითხოვს
ვრცლად
07-11-2024 10:10
131
ალექსი დავითაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი მერვედ გახდა!
ვრცლად
05-11-2024 13:26
1 567
დვალიშვილი: " რასაც ავთანდილ ხურციძე კადრულობს ეს მეტყველებს რომ ის არ არის სრულ ჭკუაზე"
ვრცლად
05-11-2024 13:14
333
„როცა საქმე პატარა ბავშვის მდგომარეობას ეხება, რთულია, ამ სიტუაციასთან შეგუება...“ - რა ინფორმაცია ვრცელდება გიორგი გოჩოლეიშვილის შვილზე
ვრცლად