თხილამურებით მარათონული რბოლა სპორტის ერთ-ერთი ყველაზე რთული სახეობაა - სპორტსმენებს დიდი დისტანციის, 50 კილომეტრის გავლა ზამთრის ცივ ამინდში, ურთულეს პირობებში უწევთ. ისინი რბოლისას საათში 1000 კალორიას წვავენ. ამას, პეკინის ოლიმპიადაზე მამაკაცებს შორის გამართული შეჯიბრის დროს კიდევ ერთი სირთულე - ყინულოვანი ქარიც დაემატა, რის გამოც ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, მოყინვის და სხვა ტრავმების თავიდან აცილების გამო დისტანცია 30 კილომეტრამდე შეემცირებინათ.
ბრიტანული The Mirror-ის ინფორმაციით, მიუხედავად ამ შეღავათისა, რბოლა ფინელი სპორტსმენის რემი ლინდჰოლმისთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. ტრასაზე გატარებული 76 წუთის დროს მას "საინტერესო და მგრძნობიარე ორგანო" მოეყინა.
"ეს ყველაზე საშინელი შეჯიბრი იყო, რომელშიც მონაწილეობა მიმიღია. მაქსიმალურად ვცდილობდი ტკივილისთვის გამეძლო. თუმცა, აუტანელი ტკივილი მაშინ ვიგრძენი, როდესაც რბოლა დასრულდა და სხეულის ნაწილებმა გათბობა დაიწყეს," - განაცხადა სპორტსმენმა, რომელმაც რბოლაში 28-ე ადგილი დაიკავა.
საინტერესოა, რომ ფინელი სპორტსმენისთვის ეს შეგრძნება პირველი არ არის - პენისი მას შარშან, სამშობლოში, რუკაში გამართული შეჯიბრის დროსაც მოეყინა.
წყარო: newposts.ge
"ტკივილი აუტანელი იყო" - ფინელ სპორტსმენს პეკინის ოლიმპიადაზე პენისი მოეყინა
21-02-2022, 08:51
კომენტარები
01-12-2024 16:28
330
ითამაშებს თუ არა კვარაცხელია - ნაპოლის შემადგენლობა ცნობილია
ვრცლად
29-11-2024 14:30
440
თორნიკე ძოწენიძე ბოლო 3 ტურია სლოვაკეთის უმაღლესი ლიგის სიმბოლურში ხვდება
ვრცლად
28-11-2024 21:08
492
გიორგი მიქაუტაზემ ევროპის ლიგაზე პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)
ვრცლად
26-11-2024 23:02
4 952
წარმოუდგენელი ციფრებია – ნახეთ რა ხელფასს სთავაზობს წლიურად მანჩესტერ იუნაიტედი ხვიჩა კვარაცხელიას
ვრცლად