დღის ახალი ამბები

ახალი ინფორმაცია გიორგი მიქაუტაძის საქართველოს ნაკრებში თამაშის შესახებ

ახალი ინფორმაცია გიორგი მიქაუტაძის საქართველოს ნაკრებში თამაშის შესახებ

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ზურაბ ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებით ყველაფერი მოგვარებულია. 

“მიქაუტაძესთან დაკავშირებით, ბოლო ინფორმაციით, ყველაფერი მოგვარებულია. თუ სხვა რამემ ხელი არ შეგვიშალა, ის ნაკრებში განიხილება. გიორგის არატიპიური ქართული მენტალიტეტი აქვს. ძალიან იმედიანად ვართ განწყობილნი.”

საქართველოს ნაკრები მარტში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი 25 მარტს შვედეთს ესტუმრება, სამი დღის შემდეგ შინ ესპანეთს დაუპირისპირდება, 31-ში კი სტუმრად საბერძნეთის წინააღმდეგ ითამაშებს.




გაზიარება
მოინახულეს 1 479-ჯერ
კომენტარები
რეკლამა