დღის ახალი ამბები

სანდრო ბაზაძე ოლიმპიადის ნახევარფინალშია! - ცნობილია რომელ საათზე გაიმართება მისი შეხვედრა

სანდრო ბაზაძე ოლიმპიადის ნახევარფინალშია! - ცნობილია რომელ საათზე გაიმართება მისი შეხვედრა
24-07-2021, 10:30

ტოკიოს ოლიმპიადის პირველ დღეს ფანტასტიკურად ასპარეზობს ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე.

ქართველმა სპორტსმენმა ჯერ 1/16 ფინალში ეგვიპტელი მოჰაბ სამერი დაამარცხა, შემდეგ 1/8 ფინალში ასევე ეგვიპტელი ზიად ელსის აჯობა და 1/4 ფინალში მსოფლიოს პირველი ნომერი კორეელი სანგუკ ოჰია ჩამოიშორა.

სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში უნგრელ არონ სზილაგის დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივ მაუწყებელზე იქნება.





გაზიარება
მოინახულეს 1 817-ჯერ
კომენტარები
რეკლამა