საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლპმიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ წარმატების მიღწევის შემთხვევაში ოლიმპიელები მთავრობისგან ფულადი პრიზით დაჯილდოვდებიან.
„ტრადიციულად წესდება ხოლმე პრემია ოლიმპიური თამაშების წინ და ამ შემთხვევაშიც მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი საქართველოს მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონებისთვის, ნახევარი მილიონი ლარი ვერცხლის მედლის შემთხვევაში და 250 ათასი ლარი ბრინჯაოს პრიზიორებისთვის. დარწმუნებული ვარ, თქვენ დამატებითი მოტივაცია არ გჭირდებით, იმისთვის, რომ ბოლომდე იბრძოლოთ ჩემპიონობისთვის, მაგრამ ეს არის დამატებითი ფაქტორი, რომელიც თქვენს მოტივაციას ალბათ, დამატებით აამაღლებს.
მინდა, დაგპირდეთ საქართველოს მთავრობის სახელით, რომ კვლავაც გაგრძელდება მხარდაჭერა ქართული სპორტის, ქართველი ოლიმპიელების, ოლიმპიური გუნდის მიმართ და ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება წლიდან წლამდე. მინდა, გისურვოთ დიდი წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წყარო: pnews.ge
რა თანხას მიიღებენ მთავრობისგან ქართველი ოლიმპიელები ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მოპოვების შემთხვევაში
18-07-2024, 08:27
კომენტარები
08-11-2024 18:30
291
მანჩესტერის ახალი მწვრთნელი კვარაცხელიას ტრანსფერს ითხოვს
ვრცლად
07-11-2024 10:10
131
ალექსი დავითაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი მერვედ გახდა!
ვრცლად
05-11-2024 13:26
1 567
დვალიშვილი: " რასაც ავთანდილ ხურციძე კადრულობს ეს მეტყველებს რომ ის არ არის სრულ ჭკუაზე"
ვრცლად
05-11-2024 13:14
333
„როცა საქმე პატარა ბავშვის მდგომარეობას ეხება, რთულია, ამ სიტუაციასთან შეგუება...“ - რა ინფორმაცია ვრცელდება გიორგი გოჩოლეიშვილის შვილზე
ვრცლად