დღის ახალი ამბები

ილია თოფურიას და მისი მეუღლის დაშორების შესახებ ინფორმაცია დადასტურდა - რა უთხრა "წყვილის ახლობელმა წყარომ" ესპანურ მედიას

ილია თოფურიას და მისი მეუღლის დაშორების შესახებ ინფორმაცია დადასტურდა - რა უთხრა "წყვილის ახლობელმა წყარომ" ესპანურ მედიას



ბოლო დღე­ებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბი ილია თო­ფუ­რი­ა­სა და ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუ­ის შე­საძ­ლო კრი­ზი­სის შე­სა­ხებ, რო­გორც ჩანს, და­დას­ტურ­და. ჟურ­ნა­ლის­ტმა ხა­ვი­ერ ოი­ოს­მა თა­ვის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში გა­ნა­ცხა­და, რომ "წყვი­ლის ახ­ლო­ბელ­მა წრემ და­ა­დას­ტუ­რა ეს ინ­ფორ­მა­ცია“.

  • ჭო­რე­ბის და­სა­წყი­სი: გა­უქ­მე­ბუ­ლი გა­მო­წე­რე­ბი და წაშ­ლი­ლი ფო­ტო­ე­ბი

ეჭვი პირ­ვე­ლად სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან გაჩ­ნდა, რო­დე­საც წყვილ­მა "ინ­სტაგ­რამ­ზე" ერ­თმა­ნე­თის გა­მო­წე­რა შე­წყვი­ტა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით მათ ისევ გა­მო­ი­წე­რეს ერ­თმა­ნე­თი, ეს ჟეს­ტი ჭო­რე­ბის გა­საქ­რო­ბად საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა. პი­რი­ქით, ურ­თი­ერ­თო­ბა უფრო სა­ეჭ­ვო გახ­და, რად­გან ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტო­ე­ბი წა­შა­ლეს.


თა­ვის ვი­დე­ო­ში ოი­ოს­მა გან­მარ­ტა, რომ მის­მა წყა­რომ უთხრა, „არ ვიცი და­გი­დას­ტუ­როთ თუ არა, რომ ეს და­შო­რე­ბა სა­ბო­ლოო იქ­ნე­ბა, რად­გან ბევ­რი რამ აქვთ სა­ერ­თო და ყვე­ლაფ­რის­თვის იბ­რძვი­ან“. ეს­პა­ნუ­რი მე­დია წერს, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა შე­საძ­ლოა ბო­ლომ­დე არ იყოს დას­რუ­ლე­ბუ­ლი, თუმ­ცა ამ­ჟა­მად ემო­ცი­უ­რი დის­ტან­ცი­ის რთულ პე­რი­ოდს გა­დი­ან.

  • სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც 2021 წელს და­ი­წყო

თო­ფუ­რი­ა­სა და ჯორ­ჯი­ნას სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რია 2021 წელს და­ი­წყო, რო­დე­საც მათ ერ­თმა­ნე­თი მა­ი­ა­მი­ში, სა­დი­ლის დროს გა­იც­ნეს. მას შემ­დეგ, ქარ­თველ მებ­რძოლს არ და­უ­მა­ლავს მის­და­მი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და კი­დეც, რომ მისი გაც­ნო­ბა იყო ღმერ­თის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რი.
2024 წლის ზა­ფხულ­ში და­ი­ბა­და მათი სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი ჯორ­ჯი­ნა. გო­გო­ნას დე­დის სა­ხე­ლით და­არ­ქვეს. თო­ფუ­რი­ას კი­დევ ერთი შვი­ლი ჰყავს, ვაჟი, რო­მე­ლიც მას წინა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში შე­ე­ძი­ნა.

წყარო: ​ambebi.ge​​​





  • გაზიარება
    მოინახულეს 84-ჯერ
    მსგავსი საიხლეები
    1. “თუ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა მო­მი­წევ­და, ათას­ჯერ მას ავირ­ჩევ­დი” – ესპანური მედია ჯორჯინა უზკატეგუის მიერ გაკეთებული ახალი მიმართვით აჭრელდა – რას წერს ჯორჯინა ილია თოფურიასთან დაშორების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ?
    2. "რეალ მადრიდის" ვარსკვლავს ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში ადანაშაულებენ
    3. “როგორც ვიცი ზედ დახტუნავდა... კეფის ძვალი აქვს გატეხილი, ხელოვნურ კომაშია, სიკვდილს ებრძვის“ - შსს-მ ბექა ონიანზე ძალადობის საქმეზე ერთი პირი დააკავა: რას ჰყვება ოჯახის წევრი
    4. "შემომდის მუქარები სიცოცხლის მოსპობით, თითქმის არსად აღარ დავდივარ, შვილი ბაღში ჩუმად დამყავს" - რას წერს 15 წლის მოზარდზე ძალადობაში ბრალდებული ხატია ვიბლიანი
    5. "ის 14 წელია ურთიერთობაშია" - playboy-ს გოგონა, სასიყვარულო ურთიერთობა და წარმატებული კარიერა: ვინ არის ბლოგერი და დვალიშვილის ახლო მეგობარი "ნინა დრამა"
    რეკლამა