დღის ახალი ამბები

ილია თოფურიას დედა მისი შვილის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება

ილია თოფურიას დედა მისი შვილის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება



"ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო შვი­ლი, ყვე­ლა­ზე ჰუ­მა­ნუ­რი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ვიც­ნობ. მხო­ლოდ უფალ­მა იცის, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის ბე­დია შენ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი და რამ­დენს შრო­მობ ამის­თვის. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა და რაც მთა­ვა­რია, შენ ვე­რა­ვინ წა­გარ­თმევს სიმ­შვი­დეს. უფალ­მა დაგ­ლო­ცოს შვი­ლო..." - ამის შესახებ ილია თოფურიას დედა ინგა თო­ფუ­რი­ა სოციალურ ქსელში წერს.


ცნობისთვის, ორი თვის წინ ილია თო­ფუ­რი­ა­სა და ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუ­ის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ინფორმაცია გავ­რცელ­და.


UFC-ის ორგზის ჩემ­პი­ო­ნმა კი პირად ცხოვერაბზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი პოს­ტი რამდენიმე დღის გა­მო­აქ­ვეყ­ნა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ­ცნო, რომ ის შან­ტა­ჟი­სა და გა­მო­ძალ­ვის მსხვერ­პლია.


"ბოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რაა მი­ვი­ღე რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, დრო­ე­ბით გა­დავ­დო ჩემი ტი­ტუ­ლის დაც­ვა. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მარ­ტი­ვად არ მი­მი­ღია. თუმ­ცა, რო­დე­საც ჩნდე­ბა გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც საფრ­თხის ქვეშ აყე­ნებს შენს ღირ­სე­ბას, ოჯახს და რე­პუ­ტა­ცი­ას, დგე­ბა მო­მენ­ტი, რო­დე­საც ამას პი­რა­დად უნდა გა­უმკლავ­დე.

"ბოლო თვე­ებ­ში ვი­ღებ­დი მძი­მე და მი­უ­ღე­ბელ ზე­წო­ლას, მათ შო­რის მუ­ქა­რას


, რომ ფი­ნან­სუ­რი მო­თხოვ­ნე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გავ­რცელ­დე­ბო­და ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ ცრუ ბრალ­დე­ბე­ბი. ეს ბრალ­დე­ბე­ბი სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოა.


ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა სა­გულ­და­გუ­ლოდ არის შე­ნა­ხუ­ლი და დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი, მათ შო­რის აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, წე­რი­ლო­ბი­თი კო­მუ­ნი­კა­ცია, მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი და ვი­დე­ო­მა­სა­ლა. ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­და­ე­ცა შე­სა­ბა­მის სა­მარ­თლებ­რივ ორ­გა­ნო­ებს, რათა და­ი­წყოს სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სი გა­მო­ძალ­ვის მცდე­ლო­ბის, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ყალ­ბე­ბის, ფი­ნან­სუ­რი და პი­რა­დი ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბი­სა და მრა­ვალ­ჯე­რა­დი მუ­ქა­რის ფაქ­ტებ­ზე.


ჩემი თავ­და­პირ­ვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დუ­მი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლი იყო მხო­ლოდ ჩემი შვი­ლე­ბის და­სა­ცა­ვად, რომ­ლე­ბიც ჩემი ცხოვ­რე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლია. თუმ­ცა გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ასეთ პი­რო­ბებ­ში დუ­მი­ლი სი­მარ­თლეს არ იცავს - ეს ცრუ ნა­რა­ტი­ვე­ბის გავ­რცე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.


ბევრ ადა­მი­ანს გა­მო­უც­დია მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი და სა­მარ­თლებ­რივ­მა სის­ტე­მამ არა­ერ­თხელ ნა­თე­ლი მოჰ­ფი­ნა ფაქ­ტებს. დღეს ვდგა­ვარ არა მხო­ლოდ ჩემი და ჩემი ოჯა­ხის გამო, არა­მედ იმის საჩ­ვე­ნებ­ლა­დაც, რომ და­ში­ნე­ბის ან მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის გამო იძუ­ლე­ბით არა­ვის უნდა და­ე­მორ­ჩი­ლო.


ვინც მიც­ნობს, შე­უძ­ლია და­ა­დას­ტუ­როს, რომ არას­დროს მი­მი­მარ­თავს რა­ი­მე სა­ხის ძა­ლა­დო­ბის­თვის და რომ ჩემი ცხოვ­რე­ბა და კა­რი­ე­რა ყო­ველ­თვის დის­ციპ­ლი­ნით, პა­ტი­ვის­ცე­მი­თა და ღირ­სე­ბით იყო წარ­მარ­თუ­ლი.სრულ ნდო­ბას ვუ­ცხა­დებ სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცესს და სა­შუ­ა­ლე­ბას მივ­ცემ სა­მარ­თლებ­რივ სის­ტე­მას, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით და­ად­გი­ნოს ფაქ­ტე­ბი.


ჩემი შვი­ლე­ბი­სა და მიმ­დი­ნა­რე სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის გამო, აღარ გა­ვა­კე­თებ და­მა­ტე­ბით სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბებს. გთხოვთ, თავი შე­ი­კა­ვოთ სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის­გან და პა­ტი­ვი სცეთ ჩემი ოჯა­ხის პი­რად სივ­რცეს.


სი­მარ­თლეს ხმა­მაღ­ლა ყვი­რი­ლი კი არა, ფაქ­ტე­ბი სჭირ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ილია თოფურიას გან­ცხა­დე­ბა­ში.


წყარო: palitravideo.ge





  • გაზიარება
    მოინახულეს 5 520-ჯერ
    მსგავსი საიხლეები
    1. "შემომდის მუქარები სიცოცხლის მოსპობით, თითქმის არსად აღარ დავდივარ, შვილი ბაღში ჩუმად დამყავს" - რას წერს 15 წლის მოზარდზე ძალადობაში ბრალდებული ხატია ვიბლიანი
    2. ქაოსი კარიერის პიკზე: ილია თოფურიას მეუღლის სარჩელი განქორწინებაზე, ვახშამი ევა ლონგორიასთან და ჩემპიონის ქონების გაურკვეველი ბედი - რას წერს მედია
    3. ესპანური მედია აქტიურად განიხილავს ილიასა და ჯორჯინას დაშორების მიზეზებს
    4. ვინ არის ულამაზესი გოგონა, რომლის გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად გადაღებულმა ვიდეომ დიდი ინტერესი გამოიწვია
    5. ილია თოფურიას და მისი მეუღლის დაშორების შესახებ ინფორმაცია დადასტურდა - რა უთხრა "წყვილის ახლობელმა წყარომ" ესპანურ მედიას
    რეკლამა