დღის ახალი ამბები

კლიჩკომ უკრაინის დასახმარებლად ოლიმპიური მედალი გაყიდა - მყიდველმა მილიონი გადაიხადა , მაგრამ მედალი მფლობელს დაუტოვა

კლიჩკომ უკრაინის დასახმარებლად ოლიმპიური მედალი გაყიდა  - მყიდველმა მილიონი გადაიხადა , მაგრამ მედალი მფლობელს დაუტოვა

ვლადიმერ კლიჩკომ, ყველაზე ძვირფასი, რაც კარიერის მანძილზე მოიპოვა, უკრაინის გადასარჩენად დათმო. მოკრივემ საკუთარი  ოლიმპიური ოქროს მედალი აუქციონზე გაიტანა.

აღნიშნული მან უკრაინელი ბავშვების გადარჩენის მოტივაციით ახსნა, ოლიმპიური მედალი მილიონ დოლარად გაიყიდა. ის, ასევე უკრაინელების გადარჩენის მოტივაციით ერთ-ერთმა მილიონერმა იყიდა, თანხა დანიშნულებისამებრ გადაიხადა, თუმცა, მედალი მის პატრონს – ოლიმპიურ ჩემპიონ კლიჩკოს დაუბრუნა.




გაზიარება
მოინახულეს 1 540-ჯერ
კომენტარები
რეკლამა