თბილისის საქალაქო სასამართლოში ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.
"საქმეში არის საკმარისზე მეტი მტკიცებულება. იმაზე მეტიც კი ვიდრე ზოგადად უნდა იყოს ძალადობის ასეთ კონკრეტულ საქმეზე“, - აცხადებს ნეკა დოროყაშვილი.
დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე ფოტოები და აუდიოჩანაწერები წარადგინა.
დოროყაშვილმა პროცესზე ისაუბრა იმის შესახებ, რომ ბასილაშვილმა მას ხელები გადაუგრიხა ძალადობის დროს.
"სახლში ერთ-ერთი ძალადობის დროს მან გადამიგრიხა ხელი. ეს ფოტომასალაც ფაქტის მტკიცებულებაა და აქ ყველაფერი ჩანს“, - აცხადებს ნეკა დოროყაშვილი.
ამასთან, დოროყაშვილმა თქვა, რომ როცა რაიმე სახის კონფლიქტი ხდებოდა, ბასილაშვილი მას საბანკო ბარათს დასჯის მიზნით უბლოკავდა.
"როცა კონფლიქტი ხდებოდა ბლოკავდა საბანკო ბარათს ჩემი დასჯის მიზნით, ბევრჯერ წამიყვანია ბავშვი ექიმთან, მივსულვარ სუპერმარკეტში, დამიდია „კარტა” და ვერ ვიხდიდი. ამას ხშირი ადგილი ჰქონდა და ჩემი მეგობრებიც შესწრებიან, შემდეგ მიწევდა ამის ახსნა, რომ ბარათი იყო დაბლოკილი. ნიკოლოზს სურდა შევხვეწებოდი 1-2 კვირა რომ აეხსნა ბლოკი, ამას აკეთებდა ჩემი მანიპულაციის მიზნით, რომ დავეკნინებინე“, - დასძინა დოროყაშვილმა.
შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
წყარო: tia.ge/
"ნიკოლოზი ჩემი დასჯის მიზნით საბანკო ბარათს ბლოკავდა, ბევრჯერ წამიყვანია ბავშვი ექიმთან და ვერ გადამიხდია" - ნეკა დოროყაშვილი
14-09-2022, 10:54
კომენტარები
22-11-2024 15:02
0
ერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
ვრცლად
21-11-2024 22:57
199
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
8 537
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
468
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად