დღის ახალი ამბები

"თუ სტილის გამო ვიმსახურებ დაკავებას, მაშინ დამიჭირეთ... ვფიქრობ, კატარში ხალხს მოვწონვარ და მიღებენ" - ვინ არის მოდელი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის დედოფალს უწოდებენ

"თუ სტილის გამო ვიმსახურებ დაკავებას, მაშინ დამიჭირეთ... ვფიქრობ, კატარში ხალხს მოვწონვარ და მიღებენ" - ვინ არის მოდელი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის დედოფალს უწოდებენ

თით­ქმის ყო­ველ­თვის, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის დროს, მე­დია, ფო­ტოგ­რა­ფე­ბი ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლე­ბენ გულ­შე­მატ­კივ­რებ­ზე და სხვა­დას­ხვა სპორ­ტუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი "ჩემ­პი­ო­ნა­ტის დე­დო­ფალ­საც" კი ასა­ხე­ლე­ბენ. კა­ტარ­ში მიმ­დი­ნა­რე მუნ­დი­ალ­ზე კი ყუ­რა­დღე­ბა ხორ­ვა­ტი­ის ნაკ­რე­ბის მომ­ხიბ­ვლელ­მა ფან­მა, მო­დელ­მა ივა­ნა ნო­ლიმ მი­ი­პყრო.

ყო­ფი­ლი "მის ხორ­ვა­ტია" ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ მო­ექ­ცა, რაც ხორ­ვა­ტი­ის სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ მო­ე­დან­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი და თა­მა­მი სტი­ლით გა­მოჩ­ნდა. მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო, რო­მელ­თა ავ­ტო­რე­ბიც "კა­ტა­რელ­თა შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში" სდებ­დნენ ბრალს და ემუქ­რე­ბოდ­ნენ, რომ კა­ტა­რის "კულ­ტუ­რის კო­დექ­სის დარ­ღვე­ვის­თვის, და­ა­კა­ვებ­დნენ." 
IMG.GE

მსოფ­ლი­ოს 2022 წლის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ფანი ამ­ბობს, რომ დო­ჰა­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე ჰქონ­და მო­ლო­დი­ნი რომ მსგავ­სი რამ მოხ­დე­ბო­და, თუმ­ცა ივა­ნა ნო­ლის თქმით, ამ სა­კი­თხზე დი­დად არ დარ­დობ­და. ივა­ნას გა­მომ­წე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ "ინ­სტაგ­რამ­ზე" უკვე 1 მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა, მად­ლო­ბას კი ის შემ­დე­გი ფო­ტო­თი იხ­დის: "არას­დროს მქო­ნია იმის შიში, რომ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს იმის გამო და­ვე­კა­ვე­ბი­ნე თუ ვინ ვარ. არ ვფიქ­რობ, რომ ერ­თმა­ნეთს ჩაც­მუ­ლო­ბის გამო უნდა ვა­წყე­ნი­ნოთ. თუ ჩემი სტი­ლი იმ­სა­ხუ­რებს და­კა­ვე­ბას, მა­შინ და­მი­ჭი­რეთ“, - ამ­ბობს მო­დე­ლი.

მო­დე­ლის თქმით, მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი მე­სი­ჯე­ბი ძი­რი­თა­დად ტრო­ლე­ბის­გან იღებს, ხოლო რე­ა­ლუ­რად კა­ტა­რე­ლებს მისი სტი­ლი ძა­ლი­ან მოს­წონთ. "როცა ად­გი­ლობ­რი­ვებს ვხვდე­ბი, ისი­ნი მი­ღე­ბენ ისეთს, რო­გო­რიც ვარ, კა­ტარ­ში უკვე ყვე­ლა მიც­ნობს. ვხე­დავ, რომ მათ მოვ­წონ­ვარ და მი­ღე­ბენ“, - ამ­ბობს მო­დე­ლი. ივა­ნა ნოლი გერ­მა­ნი­ა­ში და­ი­ბა­და. ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო როცა ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად ხორ­ვა­ტი­ა­ში გა­და­ვი­და. 30 წლის მო­დე­ლი ყო­ფი­ლი "მის ხორ­ვა­ტი­აა.“ ამი­სა აქვს სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მე­ბი­სა და ქა­ლის თეთ­რე­უ­ლის ბიზ­ნე­სი, რომ­ლის­თვი­საც მო­დე­ლი თვი­თონ­ვეა. ცნო­ბის­თვის, ხორ­ვა­ტია 1/8 ფი­ნალ­შია. 5 დე­კემ­ბერს ია­პო­ნი­ას და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან და 1/4 ფი­ნა­ლის საგ­ზუ­რის მო­პო­ვე­ბას ეც­დე­ბი­ან.

წყარო : bbcnews.ge




გაზიარება
მოინახულეს 1 855-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "კვარა" "ნაცებსაც" უნდა უყვარდეთ, "ქოცებსაც, ორივე ფლანგის გირჩებსაც და ტიფოზებსაც... ყველამ თავისი საქმე აკეთოს"
  2. "ყველას ეგონა, რომ ეს მანქანა ლაშამ იყიდა, ასე არ არის... ამჟამად იმ ბინას ვარემონტებთ, რომელიც აჩუქეს" - ლაშა ბექაურის ცხოვრება ოლიმპიადის შემდეგ და სამსახიობო დებიუტი
  3. "მოსკოვში დავიბადე და გავიზარდე.." - სალომე ფაჟავა ოცნებებზე, ტრავმებსა და გამარჯვებებზე - ქართველი სპორტსმენის უცნობი ამბები
  4. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  5. "არასდროს მინანია, რუსეთის ნაკრების წევრი რომ ვიყავი" - ვინ არის და რას ამბობდა წლების წინ "ნაცმოძრაობის" ახალი სახე, რომელსაც რუსეთის წყალბურთის ნაკრებში თამაში გაუხსენეს
რეკლამა