დღის ახალი ამბები

78 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯამლეტ ხუხაშვილი

78 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯამლეტ ხუხაშვილი

78 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კომენტატორი და საკალათბურთო სპეციალისტი ჯამლეტ ხუხაშვილი.

ჯამლეთ ხუხაშვილი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა.

1963 წლიდან იყო სპორტული კომენტატორი. 1980-1992 წლებში მუშაობდა: საქართველოს ტელევიზიაში, რადიოში, ტელეკომპანიაში „იმედი“, სპორტულ რადიოში „ჯაკო“; იყო საზოგადოება „დინამოს“ მწვრთნელი.

1994 წლიდან საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების უფროსი. 1990 წლიდან „მაქაბის“ კლუბის პრეზიდენტი. ავტორია საიუბილეო წიგნისა „ყურადღება“ (2004).

დასახელებულია „დინამოს“ საუკეთესო მწვრთნელად (1986), საუკეთესო სპორტულ კომენტატორად (2004). იყო სპორტული რადიო „ჯაკოს“ გენერალური დირექტორი.

წყარო: ghn.ge




გაზიარება
მოინახულეს 7 894-ჯერ
კომენტარები
რეკლამა