დღის ახალი ამბები

ფიგუს საჩუქარი რამაზ დავლაძის ვაჟს: რა მოხდა ლეგენდების მატჩის შემდეგ ბათუმში - "დემე ახლაც ემოციებშია" (ფოტოები)

ფიგუს საჩუქარი რამაზ დავლაძის ვაჟს: რა მოხდა ლეგენდების მატჩის შემდეგ ბათუმში - "დემე ახლაც ემოციებშია" (ფოტოები)

7 მარტს ბა­თუ­მი ფეხ­ბურ­თის ლე­გენ­დებს მას­პინ­ძლობ­და. "აჭა­რა­ბეთ არე­ნა­ზე" პრო­ექ­ტის, Legend Series-ის პირ­ვე­ლი თა­მა­ში გა­ი­მარ­თა, რო­მელ­შიც ერ­თმა­ნეთს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი­სა და მი­ლა­ნის "ინ­ტე­რის“ ლე­გენ­და­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ. სტა­დი­ონ­ზე მა­ყუ­რე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და ისე­თი ვარ­სკვლა­ვე­ბი ენა­ხა, რო­გო­რე­ბიც არი­ან - ხა­ვი­ერ ძა­ნე­ტი, მარ­კო მა­ტე­რა­ცი, ლუიშ ფიგუ და სხვე­ბი...

მატ­ჩი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­სა და მი­ლა­ნის "ინ­ტერს" შო­რის 0:2 - სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის და­მარ­ცხე­ბით დას­რულ­და. მატჩში ორი­ვე გოლი ლუიშ ფი­გუმ გა­ი­ტა­ნა.
პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი თა­მა­შის და­წყე­ბამ­დე 3 სა­ა­თით ადრე ჩა­მოფ­რინ­და ბა­თუმ­ში და სტა­დი­ონ­ზე პირ­და­პირ აე­რო­პორ­ტი­დან მო­ვი­და.
მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ლე­გენ­და­რულ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა მა­ინც მო­ა­ხერ­ხა გა­ე­ბედ­ნი­ე­რე­ბი­ნა რა­მაზ დავ­ლა­ძის ვაჟი. ცნო­ბის­თვის, რა­მაზ დავ­ლა­ძემ ბა­თუმ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ი­სას, ოჯა­ხის ოთხი წევ­რი და­კარ­გა - ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი, მე­უღ­ლე და ძმა.

ლე­გენ­და­რულ ფეხ­ბურ­თელ­თან შეხ­ვედ­რის კად­რებს რა­მაზ დავ­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს და აჭა­რის მთავ­რო­ბას შვი­ლის გა­ბედ­ნი­ე­რე­ბის გამო მად­ლო­ბას უხ­დის:

"მად­ლო­ბა აჭა­რის მთავ­რო­ბას, რომ ასე გა­ა­ბედ­ნი­ე­რა ჩემი დემე! მად­ლო­ბა ფი­გუს!" - წერს დავ­ლა­ძე, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, რომ ამის გამო მისი ვაჟი დღემ­დე ემო­ცი­ებ­შია. რო­გორც ირ­კვე­ვა, დე­მეს და ლე­გენ­და­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის შეხ­ვედ­რა მატ­ჩის მე­ო­რე დღეს მოხ­და.
"აჭა­რის მთავ­რო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. ბა­ტონ თორ­ნი­კეს ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ჰყავს ჩემი შვი­ლი, როცა ფეხ­ბურ­თის მატ­ჩი ტარ­დე­ბა, ბი­ლე­თებს უგ­ზავ­ნის დე­მეს. ჩემი შვი­ლი ფეხ­ბურთზე და­დის, უყ­ვარს ძა­ლი­ან ეს სპორ­ტი.
ფი­გუს­თან შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, ახ­ლაც ემო­ცი­ებ­შია, კე­დელ­ზე მი­მაკ­ვრე­ვი­ნა ის მა­ი­სუ­რი, რაც ფი­გუმ აჩუ­ქა, ხე­ლიც მო­უ­წე­რა" - ამ­ბობს რა­მაზ დავ­ლა­ძე.


წყარო: ambebi.ge/




გაზიარება
მოინახულეს 1 082-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  2. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  3. "მოსკოვში დავიბადე და გავიზარდე.." - სალომე ფაჟავა ოცნებებზე, ტრავმებსა და გამარჯვებებზე - ქართველი სპორტსმენის უცნობი ამბები
  4. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  5. "არასდროს მინანია, რუსეთის ნაკრების წევრი რომ ვიყავი" - ვინ არის და რას ამბობდა წლების წინ "ნაცმოძრაობის" ახალი სახე, რომელსაც რუსეთის წყალბურთის ნაკრებში თამაში გაუხსენეს
რეკლამა