30 წლის ბუდუ ზივზივაძე საქართველოს ნაკრების წევრი და გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „კარლსრუეს“ თავდამსხმელია. ფეხბურთის თამაში 8 წლის ასაკში, ქუთაისის იმედის საფეხბურთო სკოლაში დაიწყო, სადაც ის თავდაპირველად ნახევარმცველად თამაშობდა.2011 წელს თბილისის დინამოში გადავიდა. რამდენიმე ქართულ და უცხოურ გუნდში თამაშის შემდეგ, 2023 წელს გააფორმა კონტრაქტი მეორე ბუნდესლიგის საფეხბურთო კლუბ „კარლსრუესთან" და დღესაც იქ თამაშობს.
ბუდუ ზივზივაძე გერმანიაში მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. ის და ნინი კვერნაძე წლებია ერთად არიან. ერთმანეთი სოციალურ ქსელში გაიცნეს და მალევე დაახლოვდნენ.
მათ გოგონას უჩვეულო სახელი - შაი ჰქვია. "- თავიდანვე მქონდა ჩანაფიქრი, ისეთი სახელი დამერქმია, რომელიც არავის ერქმეოდა. ეს სახელი თავად მოვიგონე, მერე ეს სიტყვა "დავგუგლე" და აღმოჩნდა, რომ ებრაული სახელია და "საჩუქარს" ნიშნავს. განმარტებაც ძალიან მოგვეწონა, სახელიც მოგვწონდა და მერე სხვა სახელზე აღარც გვიფიქრია", - აღნიშნა ნინიმ ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში და ბუდუს მამობაზეც ისაუბრა: "ძალიან ყურადღებიანი და კარგი მამაა, შეუძლია, ბავშვს ისე მოუაროს, როგორც თავად ვუვლი, საკვების მომზადება, ბანაობა, პამპერსის გამოცვლა... ყველაფერი ეხერხება. შემიძლია, მთელი დღის განმავლობაში შაი ბუდუსთან ისე დავტოვო, არ ვინერვიულო".
წყარო:
mshoblebi.ge
8 წლის ასაკში დაწყებული კარიერა, სოციალურ ქსელში ნაპოვნი საყვარელი მეუღლე და ქალიშვილი უჩვეულო სახელით - ამბები ბუდუ ზივზივაძეზე
22-03-2024, 07:35
კომენტარები
20-11-2024 20:12
1 553
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
257
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 380
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად
20-11-2024 01:05
3 748
ვინ არის ლუკა ხარატიშვილი, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპაზე გაიყვანა ?
ვრცლად