„კვარა, შენ მოგმართავ - არ მისცე რომელიმე ძალას შენი პოზიციის გამოყენების უფლება. ქართველი ქართველს შენი გამონათქვამით რომ დაუპირისპირდება, პასუხისმგებლობა შენზე გადადის“, - ასე გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი, მიხეილ ყაველაშვილი ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას მიერ სოციალურ ქსელში საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტს.
როგორც ყაველაშვილმა მედიასთან საუბარში თქვა, 1990-იან წლებში, სწორედ მსგავსი ლოზუნგების შედეგად დაიწყო ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება.
„ჩვენ დღეს ძლიერები რომ არ ვიყოთ, კვარა, შენ მოგმართავ - შენი გამონათქვამი ოპოზიციის მიერ იქნა გამოყენებული და ასე დაიწყო 90-იან წლებში სამოქალაქო ომი. ასე დაგვდევდნენ ჩვენც - ზოგი მოღალატედ გვნათლავდა და ქართველმა ბიჭებმა ერთმანეთს იარაღი მიუშვირეს. ამ ნაძირალებმა, რომელთაც ატაცებული აქვთ შენი ეს გამონათქვამი, მათ განზრახული აქვთ რევოლუცია და ქვეყნის გადაყირავება. ვაზაგაშვილი, რობაქიძე, გირგვლიანი - ესენი ჰყავთ ჩახოცილი, ადამიანები, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ მიდიოდა. კვარა, შენ მოგმართავ! შენ არავის საკუთრება არ ხარ, შენ საქართველოს საკუთრება ხარ და არ მისცე რომელიმე ძალას შენი პოზიციის გამოყენების უფლება. ქართველი ქართველს შენი გამონათქვამით რომ დაუპირისპირდება, პასუხისმგებლობა შენზე გადადის. ამის გააზრებას გთხოვ - ყველას გთხოვთ, ბიჭებო“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
„კვარა, შენ მოგმართავ, პასუხისმგებლობა შენზე გადადის... ასე დაიწყო 90-იან წლებში სამოქალაქო ომი“ - პოლიტიკოსის მიმართვა ხვიჩა კვარაცხელიას
18-04-2024, 10:31
კომენტარები
20-11-2024 20:12
1 553
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
257
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 380
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად
20-11-2024 01:05
3 748
ვინ არის ლუკა ხარატიშვილი, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპაზე გაიყვანა ?
ვრცლად