27 წლის ასაკში საქართველოს ნაკრების წევრი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანებიან ჩემპიონის მეგობრები და კოლეგები. ნუგზარ წურწუმიას შესახებ ემოციურ სტატუსს აქვეყნებს სპორტის ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილიც და წერს:
„როგორ მტკივა გული, არ ვიცი, როგორ აგიხსნათ.
ბევრი წელია, რამდენ შეჯიბრებაზეც კი ვიყავით ერთად, წონას რომ იკლებდა და საჭმელს ვერ ჭამდა, სტრესი ჰქონდა და სულ ჩემთან იჯდა ოთახში. ფრჩხილებს ისე იჭამდა, სულ ვეხუმრებოდი, ნუგო, მოდი ჩემი შეჭამე-მეთქი.
სულ ვგრძნობდი, სად მოიგებდა და სად ბრინჯაოს აიღებდა, წინასწარ ვეუბნებოდი ხოლმე, სულ ვამასხარავებდი. ოსლოშია ეს ფოტოები გადაღებული, როგორც კი თაიგული მისცეს, ეგრევე მომირბენინა.
ჩცდ-ში რომ ლუნა ქმარს დაჰკიოდა – ნუგოო, ეგრე ვეძახდი ხოლმე ტრიბუნიდან.
ეს მაისურიც მე გავუკეთე, მისი პირველი მსოფლიოს ოქრო და დიდებული კადრი.
მთელი ხობი ურეკავდა ხოლმე, რომ მოიგებდა, მეგრულად ლაპარაკობდა მთელი საათი, ტვინი ნუ ამაძრე-მეთქი, სულ ვეხუმრებოდი.
ტელეფონში აზიზლის ბულკი, ასე მიწერია, სულ მინდოდა, მისთვის მოეგო და დავცინოდი ხოლმე, აზიზლის ბუკლი ხარ-მეთქი.
შარშან მძიმე დაავადების მერე, დედა დაეღუპა, დედის გასვენების დღეს მამას ინსულტი დაემართა და მალე მამაც დაეღუპა, მარტო დარჩა.
ზუსტად ვიცი, რამდენი აქვთ გაკეთებული ბიჭებს მისთვის, მის პირად და ნაკრების მწვრთნელს. ბიჭებს, ყველას. ვიცი ეს და სინანული არ მიპყრობს, რომ ვინმემ ის მიატოვა. მართლა ყველაფერს აკეთებდნენ. შეკრებაზე უნდა ჩასულიყო დღეს. ელოდებოდნენ.
არ ვიცი, ნუგო, რა გადაგიტრიალდა თავში დღეს, მაგრამ მომენატრები. გული გამიტეხე“, – წერს მაგდა კლდიაშვილი სოციალურ ქსელში.
წყარო: palitravideo.ge
"შარშან დედა დაეღუპა, დედის გასვენების დღეს მამას ინსულტი დაემართა და მალე მამაც დაეღუპა, მარტო დარჩა.. შეკრებაზე უნდა ჩასულიყო დღეს, ელოდებოდნენ" - რა ინფორმაცია ვრცელდება გარდაცვლილ ჩემპიონზე?
4-07-2024, 13:20
გაზიარება
მოინახულეს 1 323-ჯერ
კომენტარები
07-09-2024 11:20
2 001
სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვინც საქართველო-ჩეხეთის მატჩის ბილეთები ვერ შეიძინა
ვრცლად
06-09-2024 22:58
76
მოგების უფრო დიდი შანსი ჩეხეთის ნაკრებს აქვს. იმედი მაქვს, 3 ქულა ჩვენ დაგვრჩება - ჩეხეთის ნაკრების კაპიტანი
ვრცლად
06-09-2024 11:52
117
„უკეთესი გუნდი გავხდით, თუმცა ამ ჯგუფში იოლი თამაშები არ გვექნება“ - გურამ კაშია
ვრცლად
06-09-2024 07:07
119
ქართველი ძიუდოისტი ნინო ლოლაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ვრცლად