დღის ახალი ამბები

„რას ჰქვია, მადლობა რატომ გადაუხადეს 30 მილიონის გამოო? ვერ ვიჯერებ, რომ ამას წერს ხალხი… აბა, რა უნდა ექნათ? უმადური არც კაცი ვარგა და არც ქალი… მადლობა არ ნიშნავს პოლიტიკურ მხარდაჭერას და ძალიანაც სწორი ქნეს ფეხბურთელებმა, გავეშვათ ამ ბიჭებს“ – ინგ

„რას ჰქვია, მადლობა რატომ გადაუხადეს 30 მილიონის გამოო? ვერ ვიჯერებ, რომ ამას წერს ხალხი… აბა, რა უნდა ექნათ? უმადური არც კაცი ვარგა და არც ქალი… მადლობა არ ნიშნავს პოლიტიკურ მხარდაჭერას და ძალიანაც სწორი ქნეს ფეხბურთელებმა, გავეშვათ ამ ბიჭებს“ – ინგ

სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად ეროვნულ ნაკრებს ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გამოეყო. გუშინ, საფეხბურთო ნაკრების ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა  ინფორმაცია, რომ აღნიშნული თანხა ნაკრების წევრებმა, პრემიის სახით, უკვე მიიღეს. საფეხბურთო ნაკრების ოფიციალურ გვერდზე ასევე გამოქვეყნდა ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას კომენტარი, რომელშიც ის მადლობას უხდის ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილს, რომლებმაც ჯგუფიდან გასვლის სანაცვლოდ გუნდს პრემიის სახით 30 მილიონი აჩუქეს.

ჯგუფიდან გასვლის სანაცვლოდ გუნდისთვის მიცემული პრემიაზე ფეხბურთელთა გამოხმაურებები მთავარი პოლემიკისა და არაერთგვაროვანი შეფასების საგანი გახდა სოციალურ ქსელში, რასაც ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია პოსტით ეხმაურება:

„რას ჰქვია, მადლობა რატომ გადაუხადეს 30 მილიონის გამოო?

ვერ ვიჯერებ, რომ ამას წერს ხალხი… აბა რა უნდა ექნათ? მადლობა არ ეთქვათ? თუ პოლიტიკური სიმპათიის მიხედვით უნდა იხდიდნენ მადლობას ადამიანები? ნაკრების ბიჭების უმეტესობა რომ აქციების დარბევებს ღია პოსტებით აპროტესტებდა, ეს ნიშნავდა მათ პოზიციას და ახლა მადლობა რომ გადაუხადეს პრემიისთვის, ეს უკვე ხელისუფლებისთვის კოჭის გაგორებაა?!… კარგით რა…

უმადური არც კაცი ვარგა და არც ქალი… მადლობა არ ნიშნავს პოლიტიკურ მხარდაჭერას და ძალიანაც სწორი ქნეს ფეხბურთელებმა. P.s-შევთანხმდეთ და გავეშვათ ამ ბიჭებს,მგონი ეგ სჯობს ყველაფერს“, – წერს ინგა გრიგოლია.

ცნობისთვის, ჯგუფიდან გასვლის სანაცვლოდ გუნდისთვის პრემიის სახით 30 მილიონის გამოყოფაზე კომენტარი გააკეთა გიორგი მამარდაშვილმაც. მისი თქმით, ეროვნული ნაკრებისთვის, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარის გადაცემისთვის მადლობელია როგორც თავად, ისე ნაკრების თითოეული წევრი.

„რა თქმა უნდა, დადებითად იმოქმედებს. ძალიან მადლობელი ვარ, როგორც მე, ისე თითოეული ფეხბურთელი ამ ყველაფრის გამო. კარგი იქნება, თუ კიდევ მეტი კომპანია გამოჩნდება და ფეხბურთში ჩადებს თანხებს. მნიშვნელოვანია, გამოჩნდა რამხელას ნიშნავს ფეხბურთი ხალხისთვის. მადლობელი ვარ, როგორც მე, ისე მთელი ნაკრები“, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.

ოთარ კიტეიშვილი აცხადებს, რომ ევროპული გამოცემებიც წერდნენ ეროვნული ნაკრების 30 მილიონით დაჯილდოებაზე, რაც ნათლად წარმოაჩენს, რომ ქართველებს გვიყვარს ფეხბურთი.

„რა თქმა უნდა, ეს, პირველ რიგში, არის ძალიან დასაფასებელი ფაქტი, არა მარტო ჩვენი მხრიდან, ფეხბურთელებს ვგულისხმობ, არამედ მთელი ქართველი ხალხის მხრიდან. ევროპული გამოცემები წერდნენ ამ ფაქტის შესახებ და ამის აფიშირება ხდებოდა, ეს ნათლად წარმოაჩენს, რომ ქართველებს გვიყვარს ფეხბურთი და ძალიან მაგრად შეგვიძლია გულშემატკივრობაც და მხარდაჭერაც. ვფიქრობ, ძალიან კარგი მაგალითი იყო ამის“, – განაცხადა ოთარ კიტეიშვილმა.

წყარო: fortuna.ge




გაზიარება
მოინახულეს 1 465-ჯერ
კომენტარები
რეკლამა