დღის ახალი ამბები

4 შვილის მამა, ყოფილი წარმატებული ფეხბურთელი და კიდევ უფრო წარმატებული მწვრთნელი - ამბები ვილი სანიოლზე

4 შვილის მამა, ყოფილი წარმატებული ფეხბურთელი და კიდევ უფრო წარმატებული მწვრთნელი - ამბები ვილი სანიოლზე

დღეს ფეხბურთი მთავარი თემაა ალბათ ყველასთვის. საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ფეხბურთელებთან ერთად, რასაკვირველია მწვრთნელია. ფრანგი ვილი სანიოლი 2021 წლიდან წვრთნის საქართველოს ნაკრებს და მართლაც დიდ წარმატებებს მიაღწია.

ვილი დევიდ ფრედერიკ სანიოლი 1977 წლის 18 მარტს არის დაბადებული საფრანგეთის ქლაქ სენ-ეტიენში. პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დაიწყო 1995 წელს საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბში, მის მშობლიურ „სენტ-ეტიენში“ დაიწყო. 1997-2000 წლებში თამაშობდა ფრანგულ კლუბ „მონაკოში“. კარიერის უმეტესი წლები გაატარა გერმანულ კლუბ „ბაიერნში“ (2000-2009).

მისი დებიუტი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში შედგა 2000 წლის 15 ნოემბერს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში, სადაც საფრანგეთმა თურქეთის ნაკრებს 4-0 სძლია. საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ყოფნისას მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 2002, ევროპის 2004, მსოფლიოს 2006 და ევროპის 2008 წლის ჩემპიონატებში. განსაკუთრებულად მეგობრობდა იმ წლებიდან ცნობილ ფრანგ ფეხბურთელ ზინედინ ზიდანთან.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სანიოლმა სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო. 2011-2014 წლებში იყო საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორი. 2013 წელს დაინიშნა საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად; 2014-2016 წლებში „ბორდოს“ მთავარი მწვრთნელი იყო, 2017 წელს - ბაიერნის მწვრთნელის ასისტენტი. იმავე წლიდან, კარლო ანჩელოტის კლუბიდან წასვლის შემდეგ სანიოლი ბაიერნის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა. 2021 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ჰყავს მეუღლე - შარლოტ გვენდოლინ-სანიოლი და ოთხი შვილი.

წყარო:  mshoblebi.ge



vili sanioli vili sanioli ვილი ვილი სანიოლი
გაზიარება
მოინახულეს 605-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. “რომ გითხრათ, რა ხელფასს იღებს ეროვნულ ნაკრებში, შესაძლოა, გაგეცინოთ” – როგორია ვილი სანიოლის ანაზღაურება ნაკრებში
  2. "როგორც წესი, ასე ხდება: ჩემი ცოლი ახალ ჩანთებს, ტანსაცმელს ყიდულობს. შემდეგ მომიბრუნდება და მეუბნება: "ძვირფასო, შენც გიყიდე რაღაც" და ამოიღებს ჩანთიდან სამაჯურს, რომლის ღირებულებაც 1 ევროა" - დევიდ ბექჰემი
  3. ზურაბ ზვიადაური დაკავებულია - შსს-ს ცნობით, მან მისი ძმის მკვლელი სასიკვდილოდ დაჭრა
  4. კვარაცხელიას ტრავმა და სავარაუდო შემადგენლობა - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
  5. "არასდროს მინანია, რუსეთის ნაკრების წევრი რომ ვიყავი" - ვინ არის და რას ამბობდა წლების წინ "ნაცმოძრაობის" ახალი სახე, რომელსაც რუსეთის წყალბურთის ნაკრებში თამაში გაუხსენეს
რეკლამა