ქართული წარმოშობის ძიუდოისტი ლუკა მხეიძე პარიზის ოლიმპიადის ფინალში იასპარეზებს. წინა ოლიმპიურ თამაშებზე საფრანგეთს პირველი მედალი სწორედ ლუკამ მოუტანა, როდესაც ბრინჯაოს დაეუფლა, დღეს კი ვერცხლი უკვე გარანტირებული აქ.
ლუკა მხეიძე, 1996 წლის 5 იანვარს, თბილისში, დაიბადა. საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონმა ოჯახთან ერთად საქართველო 2009 წელს, 12 წლის ასაკში დატოვა. რვა თვის განმავლობაში ოჯახი პოლონეთში ცხოვრობდა, 2010 წელს პარიზში ჩავიდნენ, სადაც პოლიტიკური სტატუსით თავშესაფარი ითხოვეს. საფრანგეთის მოქალაქეობა ლუკამ 2015 წელს მიიღო.
2018 წელს იგი მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ტურში რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართული წარმომავლობის სპორტსმენმა რობერტ მშვიდობაძემ სძლია. 2021 წელს ლუკა მხეიძემ ევროპის ჩემპიონატზე 60 კგ წონით კატეგორიაში, ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი დაამარცხა.
დედმამიშვილებში უფროსი ვეკო მხეიძეა. ლუკას შესახებ უფრო მეტის გასაგებად, ambebi.ge ვეკოს საფრანგეთში დაუკავშირდა.
ვეკო მხეიძე:
- ლუკა საფრანგეთში 2010 წლიდან ცხოვრობს, ოჯახთან ერთად. საფრანგეთში ჩამოსვლამდე ერთი წელი პოლონეთში გავატარეთ. ჩემმა ძმამ თბილისში, ერთ-ერთ კლუბში, 7 წლის ასაკში დაიწყო ვარჯიში. პატარაობიდანვე ჰქონდა მისწრაფება, შრომისმოყვარეობა, ნიჭი და სხვა ის თვისებები, რამაც ხელი შეუწყო მის პროფესიულ განვითარებას და საბოლოოდ მიიყვანა ტოკიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელობამდე, საფრანგეთის სახელით.
ლუკა ყოველთვის ამაყობს თავისი წარმოშობით, რადგან სწორედ საქართველოში ჩაეყარა ფესვები მის კარიერას. სამშობლოში ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი და მისი ოჯახის ნაწილიც ისევ იქ ცხოვრობს. ისინი ხშირად სტუმრობდნენ ერთმანეთს. მას წარმოუდგენილი შრომის ფასად დაუჯდა ამ წარმატების მიღწევა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში წარმატებით ჭიდაობდა, საფრანგეთში ყველაფერი ნულიდან დაიწყო.
გადალახა ბევრი დაბრკოლება, ფინანსური თუ ფსიქოლოგიური სიძნელეები. 2015 წელს, მისი დამსახურებების და სპორტული წარმატების საფუძველზე მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა, რამაც საშუალება მისცა მონაწილეობა მიეღო საერთაშორისო შეჯიბრებებში და უფრო მეტად განვითარებულიყო სპორტული თვალსაზრისით.
დღეს, როგორ საფრანგეთი, ისე საქართველო ამაყობს მისი წარმატებით, იღებს მოლოცვებს ორივე ქვეყნიდან. მას არასდროს ავიწყდება საკუთარი ფესვები და ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებს საქართველოში გატარებულ ბავშვობას.
წყარო: ambebi.ge
"არასდროს ავიწყდება თავისი ფესვები" -გაიცანით ლუკა მხეიძე, რომელიც პარიზის ოლიმპიადის ფინალში იჭიდავებს
27-07-2024, 18:25
კომენტარები
21-11-2024 22:57
63
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
7 357
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
439
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 883
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად