ბოლო დროს სოციალურ ქსელში ბევრს წერენ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის რჩეულზე, მარიამ კეკუაზე. განსაკუთრებული ყურადღება კი მარიამისა და ლაშას ვიდეოს მოჰყვა, როცა წყვილი გამარჯვების შემდეგ პირველად შეხვდა ერთმანეთს.
მარიამ კეკუა და ლაშა ბექაური ურთიერთობის აფიშირებას ერიდებიან, საერთო ფოტოებსა და ვიდეოებსაც იშვიათად აქვეყნებენ, თუმცა სპორტსმენის ასეთი დიდი წარმატების შემდეგ ინტერესი მისი ცხოვრებისა და კარიერის მიმართ გაიზარდა. ყურადღების ცენტრში მოექცა მისი რჩეულიც, მარიამ კეკუაც.
მარიამ კეკუა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტია და, ამის პარალელურად, ახალგაზრდა წარმატებული მოდელია. ის თანამშრომლობს რამდენიმე ქართულ თუ საერთაშორისო ბრენდთან.
გარდა სამოდელო საქმიანობისა, მარიამი "ტიკ-ტოკის" პლატფორმაზე აქტიურია, მას 13 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს და აქტიური გვერდი აქვს. "ბუნებრივი ქართული სილამაზე" - ასე აფასებენ მის ვიდეოებს.
ისტორიულ დღეს, როცა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ოჯახსა და მეგობრებთან ერთად, დარბაზში მარიამიც იმყოფებოდა, რომელმაც ემოციები ვერ შეიკავა და სიხარული ცრემლებით გამოხატა. ვიდეოს უამრავი დადებითი შეფასება მოჰყვა, თუმცა ზოგიერთი წერდა, რომ ეს გადამეტებული ემოციებია. მიუხედავად ამისა, წყვილს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, რომლებიც მათ მიმართ კომპლიმენტებსა და კეთილ სურვილებს არასდროს იშურებენ.
marao.ge
"რატომ აკრიტიკებენ ამ გოგოს?" - რა არის ცნობილი ლაშა ბექაურისა და მისი რჩეულის შესახებ?
3-09-2024, 10:57
კომენტარები
01-12-2024 16:28
330
ითამაშებს თუ არა კვარაცხელია - ნაპოლის შემადგენლობა ცნობილია
ვრცლად
29-11-2024 14:30
440
თორნიკე ძოწენიძე ბოლო 3 ტურია სლოვაკეთის უმაღლესი ლიგის სიმბოლურში ხვდება
ვრცლად
28-11-2024 21:08
492
გიორგი მიქაუტაზემ ევროპის ლიგაზე პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)
ვრცლად
26-11-2024 23:02
4 952
წარმოუდგენელი ციფრებია – ნახეთ რა ხელფასს სთავაზობს წლიურად მანჩესტერ იუნაიტედი ხვიჩა კვარაცხელიას
ვრცლად