რუსეთის დუმის დეპუტატმა და სპორტის კომიტეტის წევრმა, დიმიტრი სვიშჩოვი ხვიჩა კვარაცხელიას მამის, ბადრი კვარაცხელიას გუშინდელ კომენტარს გამოეხმაურა, რომელიც ხვიჩას რუსეთიდან წასვლას ეხებოდა.
„მამის ემოციურ სიტყვებზე რეაგირებას ნუ მოვახდენთ, უნდა დაველოდოთ თავად ხვიჩას ოფიციალურ განცხადებას. რა თქმა უნდა მშობლებს ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ, მაგრამ თითოეულ სპორტსმენს საკუთარი პოზიცია აქვს.
ჩვენ ნამდვილად ვერ გავიგებთ რას გულისხმობდა ხვიჩას მამა. დიდი იმედი მაქვს, რომ მისი სიტყვები ამ ორ სახელმწიფოს შორის არსებულ რთულ ურთიერთობას არ ეხებოდა და მან კომენტარი მხოლოდ სპორტულ კონტექსტში გააკეთა. უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, რადგან ფეხბურთელს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
თუ ხვიჩა რუსეთში არ ითამაშებს, ეს ნიშნავს, რომ მან გაცილებით უკეთესი წინადადება და შემოთავაზება მიიღო. ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტი იქნება“, – განაცხადა სვიშჩევმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რამდენიმე მედიასაშუალებაში ხვიჩა კვარაცხელიას მამის კომენტარი გავრცელდა. როგორც ბადრი კვარაცხელია ამბობს, მიმდინარე წლის ზაფხულში ხვიჩა 100%-ით დატოვებს ყაზანის „რუბინს“ და მთლიანად რუსეთის ჩემპიონატს.
primetime.ge
რუსი დეპუტატი ხვიჩას მამის კომენტარმა გააღიზიანა
20-05-2021, 23:29
გაზიარება
მოინახულეს 2 065-ჯერ
კომენტარები

02-02-2023 11:26
2
"ნაპოლის“ ერთი შეუცვლელი ფეხბურთელი ჰყავს და ეს ხვიჩა არაა... - რას ამბობს ანტონიო კასანო?
ვრცლად

28-01-2023 18:26
6 601
საქართველომ ისტორიაში პირველად ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა - ანასტასია გუბანოვას ტრიუმფი!!
ვრცლად

28-01-2023 16:17
12 712
"ის ჩემი კუმირი და ოცნების მამაკაცია " - ალესანდრა პაიჭაძე
ვრცლად

28-01-2023 10:02
6 117
"მომიშორეს" - სად არის და რას საქმიანობს საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენი ელენე გედევანიშვილი?
ვრცლად