UFC-ის ყოფილი ჩემპიონი მსუბუქ წონაში, დაღესტნელი ხაბიბ ნურმაგომედოვი აფხაზეთში აღარ ჩავა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტი ნურმოგამედოვის მენეჯერზე, რიზვან მოგამედოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, UFC-ს ჩემპიონი სოხუმში უნდა ჩასულიყო და მოზარდებისთვის მასტერკლასი ჩაეტარებინა.
ხსენებული კომიტეტის განცხადების თანახმად, სანამ გეგმები შეიცვლებოდა, ნურმაგომედოვმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას სატელეფონო საუბრისას დაუდასტურა, რომ სოხუმში ჩასვლას აპირებდა.
კომიტეტის ინფორმაციით, ვიზიტი გაუქმდა "აშშ-ს და საქართველოს მხრიდან სანქციებით ზეწოლის" გამო. მათივე ცნობით, ამაში მოიაზრება "პირდაპირი მუქარა" ამერიკის ვიზის გაუქმების, UFC-ში სპორტული საქმიანობის შეზღუდვის, ასევე, აშშ-ში კონტრაქტების ანულირების შესახებ.
წყარო: ambebi.ge
საქართველოს ზეწოლის გამო ხაბიბ ნურმაგომედოვმა გადაწყვეტილება შეცვალა!!
30-05-2021, 20:53
კომენტარები
20-11-2024 20:12
1 553
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
257
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 380
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად
20-11-2024 01:05
3 748
ვინ არის ლუკა ხარატიშვილი, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპაზე გაიყვანა ?
ვრცლად