დღის ახალი ამბები

რა ხდება იაპონიაში ? საქართველოს დელეგაცია 7 საათი აეროპორტში გააჩერეს, ავტობუსში კი ირანელები შეიჭრნენ (ვიდეო)

რა ხდება იაპონიაში ? საქართველოს დელეგაცია 7 საათი აეროპორტში გააჩერეს, ავტობუსში კი ირანელები შეიჭრნენ (ვიდეო)

ქართველმა სპორტსმენებმა და პერსონალმა ხანგძლივი ფრენის შემდეგ დაახლოებით 7 საათი აეროპორტში გაატარეს, სადაც მათ კოვიდ 19-ის ტესტები ჩაუტარეს.

ტოკიოს აეროპორტში ჩასულ ქართულ დელეგაციას გაგამარუ დახვდა. სუმოისტი დელეგაციას იაპონურ მხარესთან კომუნიკაციაში დახმარებას უწევდა.

დამღლელი პროცედურების შემდეგ, ქართველების ოლიმპიურ სოფელში წასვლის დრო მოვიდა. გამოჩნდა ავტობუსი, სადაც ისინი უნდა ჩამსხდარიყვნენ, მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად, იქ რამდენიმე ირანელი სპორტსმენი შეიჭრა და აღარ ჩამოდიოდა.

საბოლოოდ, საქართველოს დელეგაცია ავტობუსში ავიდა და ისინი ოლიმპიურ სოფელში დაგვიანებით გაემართნენ.

წყარო : Fanebi.com 




გაზიარება
მოინახულეს 14 250-ჯერ
კომენტარები
რეკლამა