დღის ახალი ამბები

ზინედინ ზიდანის წერილი გულშემატკივრებს! - ფრანგმა წასვლის მიზეზები ახსნა

ზინედინ ზიდანის წერილი გულშემატკივრებს! - ფრანგმა წასვლის მიზეზები ახსნა
31-05-2021, 08:49

ზინედინ ზიდანმა გულშემატკივრებისთვის ყველა იმ მიზეზზე ისაუბრა რის გამოც გუნდი დატოვა.

""მე წავედი , მაგრამ არასდროს ვხტები ნავიდან და არასდროს ვიღლები მწვრთნელობით, 2018 წელს ბევრი ტიტულის მოგების შემდეგ ვიგრძენი, რომ გუნდს ახალი გამოწვევა და ახალი მწვრთნელი სჭირდებოდა , მაგრამ დღეს ყველაფერი სხვაგარადაა, ვგრძნობ რომ კლუბში აღარ სჯერათ ჩემი, ისინი არ მიცხადებენ ნდობას გრძელვადიან პრესპექტივაში, ვიცი რომ ეს მადრიდის "რეალია" , ვიცი აქ რა მოთხოვნებიცაა,მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მათ დაივიწყეს ის რასაც მე აქ მივაღწიე"

"მე კლუბში ყოველდღიურად უამრავ ადამიანთან მიწევდა შეხება, მე დავიბადე გამარჯვებისთვის და აქ მხოლოდ ტიტულების მოსაგებად ვიყავი,  მაგრამ ამის იქით არის ადამიანური ურთიერთობები, რომელმაც მეორე პლანზე გადაინაცვლა, მე ვითხოვდი მხოლოდ პატივისცემას და იმ ყველაფრის გახსენებას რაც მე შევძელი"

"ვისურვებდი, რომ ბოლო თვეების ჩემი ურთიერთობა პრეზიდენტსა და კლუბს შორის ყოფილიყო სხვანაირი, მე არ ვითხოვდი პრევილეგიებს, მაგრამ ვითხოვდი მხოლოდ მეხსიერებას"

"არსებობს ადამიანური ურთიერთობები, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ფული , ვიდრე დიდება და ვიდრე ყველაფერი"

"მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მე განმათავისუფლებდნენ თუ გარკვეულ თამაშებს ვერ მოვიგებდი ძალიან მტკივნეული იყო, ვფიქრობ ეს იყო სპეკულაციები, რომელიც კლუბის მხრიდან ჩემს წინააღმდეგ იყო, ეს ჩემ მოთამაშეებზე ძალიან უარყოფითად მოქმედებდა"

"მე ზუსტად ვიცი თუ რას ითხოვენ "რეალის" გულშემატკივრები, მათ ტიტულები სჭირდებათ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მათ სურთ, რომ ფეხბურთელები და მწვრთნელი 100 პროცენტით დაიხარჯნონ ყოველთვის, ამ მხრივ ჩვენ პირნათელები ვართ"

"ამ წერილს მე მადრიდისტებისთვის ვწერ, რომ ამეხსნა მათვის ჩემი წასვლის მიზეზები, როდესაც 2019 წელს მე დავთანხმდი გუნდში დაბრუნებას, ეს იყო ფლორენტინო პერესის თხოვნა და გულშემატკივრებშიც ვგრძობდი ამ სურვილს"

"მე მყავდა შესანიშნავი ფეხბურთელები, რომლებიც ჩემთან იყვნენ ბოლომდე, მათ  გამარჯვებებით გადამარჩინეს იმ დროს, როდესაც ყველაფერი უარესობისკენ მიდიოდა, რადგან მათ სჯეროდათ ჩემი, მე კი მათი, მე არ ვარ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი, , მაგრამ უნდა მქონოდა საშუალება მიმეღო მხარდაჭერა და ნდობა, რაც ყველას სჭირდება მუშაობის დროს, იქნება ეს მოთამაშე, თუ იქ მომუშავე." 

"ვცდილობდი მუდმივად "რეალის" ღირებულებები გადმომეცა და ფეხბურთელებისთვის ეს ღირებულებებიც ამეხსნა, მოდით, ნუ დავივიწყებთ ფეხბურთს, მოდით, გავურთხილდეთ მას."

" ძვირფასო მადრიდისტებო, მე ყოველთვის ერთ-ერთი თქვენგანი ვიქნები.Hala Madrid"






გაზიარება
მოინახულეს 1 666-ჯერ
კომენტარები
რეკლამა